თამო კეშელავა: სანიოლი იმას თუ გვიმტკიცებს, რომ ოცნებამ კი ყველგან ჩაყო ხელი და მას ვერ ეხებიან, სოსოს გავახსენებ ჯაჭვლიანს, ან კალაძის ნათქვამს…

“ჯერ ერთი, ფეხბურთზე რომ აზრი მქონდეს, ფეხბურთელობა არაა აუცილებელი, როგორც უთქვამთ, არც კვერცხს ვდებ, მაგრამ ლაყე და ჯანსაღ კვერცხს ვარჩევ.
მეორე – თქვა, რომ მოგებაზე არც კი ვფიქრობ, გასვლაა მნიშვნელოვანიო, მართლა რა სიბრიყვეა თამაშის წინ ამის თქმა, ამას თუ ეუბნება ბიჭებს და კიდევ კარგად თამაშობენ!
ევროპის ჩემპიონატზე იმიტომ გავედით, რომ კარგად ვითამაშეთ, არა? რამე მეშლება?
კარგად თუ ვითამაშეთ, იქ რატომ არ გვაქვს რამის მოგების შანსი?
ჯარისკაცი გენერლობაზე თუ არ ოცნებობს, მას სარდლად რატომ ვნიშნავთ?
მესამე – თავად ამბობდა, კვერცხებია საჭირო მოედანზე გაბედულად სათამაშოდო და ამას ვეუბნებით ჩვენც, რომ ზოგჯერ ტექნიკაზე მეტად ფასობს კვერცხები, გაბედულება, თავგანწირვა, მილიონობით ადამიანის გულის დარტყმის ფასის ცოდნა!
მეოთხე – ხომ დაგეგმა თავად ის 2 თამაში და ხომ ვერ მოიგო? ხომ დაგეგმა პირველი თამაშის პირველი ნაწილი თავდაცვაზე და ხომ შესძლებიათ ჩვენ ბიჭებს თავდასხმითი თამაშიც?
მესამე თამაში სწორედ თავგანწირვის, კვერცხების, მუხლზე მეტად გულის იქნება და ამიტომ, კი, ჩვენ, ბრიყვები, ვითხოვთ, ბუდუც მოედანზე.
ისევე როგორც მამარდა და ქოჩორა, ისევე, როგორც კვარა, კი, ეგაც მინდა მოედანზე, ჩაკვეტა, მიქაუტაძე, კი, ყველა, ბუდუს იმიტომ ვითხოვთ, რომ არ არის, თორემ, სხვასაც ასე მოვითხოვდით!
მეხუთე – ბუდუსავით სხვამაც დაუჭირა მხარი ახალგაზრდებს და ევროპულ მომავალს და რაღა ბუდუს დაადებდნენ ხელსო და რაღა ბუდუს მოსთხოვეს იმ ინტერვიუს აღება სთხოვე მედიასაშუალებებსო? და რა თქვა მიზეზად? ევროპის ჩემპიონატი და გვთხოვა აღება და მაინც არ თამაშობს, ფაქტია. ყველაზე გადამგდები ტიპი რომაა ოცნება, არ ახალია, არც ეს ტაქტიკაა უცნობი, რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცას რომ სთხოვს და მერე მაინც წირავს.
ბუდუს გარდა სხვამაც თქვა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, მისი ნათქვამი ხალხის გულში შევიდა და დარჩა.
რაღაცნაირად, ხალხის ენაზე და ხალხისთვის თქვა, ალბათ, რაღაცნაირი მიმიკებით რომ თქვა, იმიტომ იქნებ, ვინ იცის, ფაქტია, ხალხის გულებში შეაღწია.
და სანიოლი იმას თუ გვიმტკიცებს, რომ ოცნებამ კი ყველგან ჩაყო ხელი და მას ვერ ეხებიან, სოსოს გავახსენებ ჯაჭვლიანს, ან კალაძის ნათქვამს, რომ ის წყვეტდა ვის ათამაშებდნენ ნაკრებში და აქ @@@ არავინაა.
და ბოლოს, ეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრები, საქართველოს და ეროვნული და საქართველო და ერი ვითხოვთ ბუდუს მოედანზე და არ გვაინტერესებს არც ოცნება, არც მწვრთნელი, არც იმედი, არც ტაქტიკა, არც სტრატეგია, მით უფრო, როცა მწვრთნელი გადამწყვეტი მატჩის წინ ამბობს, რომ მოგებაზე არც კი ფიქრობს და მონაწილეობაც კარგია, კი, კარგია, მაგრამ ჩვენი ბიჭები გამარჯვებასაც იმსახურებენ და ჩვენი გული დაიდება დღეს მოედანზე, დღეს, ჩვენი გულებით ითამაშებენ ჩვენი ბიჭები და ასეთ დროს, ნამდვილად გვაქვს უფლება, ვთქვათ, ვის გვინდა ჩვენი გულებით თამაში ვანდოთ!
პ.ს. რაც შეეხება ბრიყვის დაძახებას, თავის თავს მიაყენა შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ.
ერთი იცინის, თავს დასცინის და ამიტომ, მე არ გავიცინებ და არც ბრიყვზე ვუპასუხებ.
და ხო, მიუხედავად იმისა, დღეს რა მოხდება მოედანზე, გახსოვდეთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად, ჩვენ, საქართველო!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ