თამო კეშელავა: სადაზღვევო კომპანიების ადგილას, ანდრო ჭიჭინაძის ხელს დავაზღვევდი, ხელს, რომელიც დატოვა ვისოლმა თავის რეკლამაში

“სადაზღვევო კომპანიების ადგილას, ანდრო ჭიჭინაძის ხელს დავაზღვევდი, ხელს, რომელიც დატოვა ვისოლმა თავის რეკლამაში, როცა სახე ამოჭრა და მობოდა, რომ აი, კონტრაქტს გაუვიდა ვადა.
სადაზღვევო კომპანიებისთვის ამაზე მომგებიანი კონტრაქტი არ მეგულება დღეს და ახლა საქართველოში.
ეს ბიჭი გამოვა და თავის სიტყვას იტყვის და დიდი იმედი მაქვს, ვისოლს, რომელმაც თავად აღიარა, რომ კონტრაქტს ვადა გაუვიდა და დედის თქმით, არც დაუკავშირდა ოჯახს გასაგრძელებლად, სანამ ხალხის რეაქცია არ ნახა, უჩივლებს, მისი ხელის უკანონოდ გამოყენებისთვის რეკლამაში.
და მეორე – დროა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა, მწერლებმა, მხატვრებმაც ნახონ, ევროპული მომავლის სიკეთის დასაწყისი, დროა, დაინახონ, რომ კომპანიები, რომლებიც მათ ნაშრომს ან სხეულს გამოიყენებენ უნებართვოდ – დაისჯებიან.
ეს პრაქტიკა ადრე თუ გვიან დამკვიდრდება, მაგრამ ამის დასაწყებად სადაზღვეოებს ამაზე კარგი ქეისი, ამაზე კარგი დრო და საშუალება აღარასოდეს გექნებათ.
საიმიჯო ქეისია.
ბიზნესის ახალი მიმართულების მზა დასაწყისია.
გამზადებული ქეისია, უბრალოდ უნდა მიხვიდე და აიღო.
რაის ჯენიფერის უკანალი, ისეთი ბიზნესმ@@ვნელი ქეისია ანდროსი.
გაიფიცე.
გაფიცვას და გაფიცვას შორის, ემსახურე საქართველოს მომავალს, საქართველოს მოქალაქის, შენს მომავალს,”  – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.