თამო კეშელავა: საბოტაჟიც კი ფეიკი აქვთ…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
“იმედის” მითიშვის ქეისი კარგად ასახავს ქოცობას.
ჯერ იყო და დასვა ბრალი “იმედმა” – დანაშაულებრივი აქტი იყოო.
მერე, როგორც სავარაუდო კიბერდანაშაული –ს კი არ ანდეს, ნოუ, ნწ…
სუსმა, ეგაა საბოტაჟიო.
ვათ? რაიო?
საბოტაჟია “იმედის” გათიშვა, ანუ, იმედის გათიშვით სახელმწიფო სამსახურების ფუნქციონირება წყდება? – რანაირად?
რანაირად შეიძლება კერძო ტელეკომპანიის გათიშვით, სახელმწიფო სამსახურებს შეექნას საფრთხე?
ანუ, ოფიც აღიარეს, რომ “იმედი” არის დამატება ოცნების და არანაირი მედია ეგ არაა, სამსახურია “ოცნების”, შპს, ოცნების პრესსამსახური…
ასეც რომ იყოს, მაინც რანაირადაა ეგ საბოტაჟი, მარა კაი.
დაიწყო სუსმა გამოძიება, ანუ, ჩვენი ფულით რომ იღებენ ხელფასს, ის ხალხი წავიდა, კერძო კომპანიაში, იმ კერძო კომპანიის ტექნიკის შესამოწმებლად.
და უპს, მოწყობილობას ქონდა პრობლემაო…
ანუ, ისეთი გაბანძებულია “იმედი”, საკუთარი ტექნიკური ხარვეზით ითიშება, თვითონვე.
ისეთი გაბანძებულია “იმედი”, საკუთარი ტექნიკური ხარვეზით რომ ითიშება, იმასაც ვერ ხვდება, მიზეზი რომ თავად იყო.
საბოტაჟი რატომ გამოირიცხა მაინც ვერ გავიგე.
იქნება, “იმედის” საბოტაჟია ოცნებისადმი, რაკი თავისივე ტექნიკური ხარვეზით გაითიშნენ?
ქვეყნის უსაფრთხოება რომ უნდა ებაროთ, ის ხალხი ახოხეს და აძრომიალეს იმედის კაბელებში და ტექნიკაში და ასე იპოვეს, რომ ბანძი ტექნიკა აქვს ამხელა დაფარვის მედიას.
ტექნიკური ხარვეზი არის ტექნიკური გაუმართავობის ბრალი.
მით უფრო, 45 წუთიანი ტექნიკური ხარვეზი.
ხოდა, ამხელა დაფარვის მედია, ქე რომ სახელმწიფო უწყებები მასზე დგას და მისი გათიშვა რომ საბოტაჟია, რა პასუხისმგებლობას იღებს ტექნიკური გაუმართავობისთვის?
არაადამიანი ხარ, მდინარაძე, არადა, იმედი იძახის, რატომ უნდა დაგვასანქცირონ, კერძო მედია ვართო, კიდე იძახის, მებრძვიანო, ახლა გაფაქტე, რომ არც კერძოა და არც ებრძვიან, უბრალოდ, ქოცების დანამატია და თან ბანძი ტექნიკური მომსახურებითაცცც…
საბოტაჟიც კი ფეიკი აქვთ…