თამო კეშელავა: რუსებს არ უყვართ დამარცხებული და სუსტი ლიდერები, ყოველთვის ჭამენ, თან საზარლად ჭამენ, დედაბუდიანად, სისხლიან–ძვლიანად ხრავენ

“რა აწყობილი კამპანია ჩავარდა – აბა, ომი გინდა? აბა, გინდა დაგვბომბონ?
საკუთარ მიწას ვერ იცავს, ამასობაში.
იმის @რაკიც არ აქვს, რომ ახლა, როცა მის მიწაზეა ტანკები, ახლა მაინც თქვას, რომ ომს აცხადებს, ან ომი გამოუცხადეს.
სომხეთში დაკარგა ის, რაც ჰქონდა.
თურქეთმა და აზერბაიჯანმა წაართვა ის, რასაც აქამდე ვერ ართმევდა.
ჩინეთმა ჩინურად, თავისებურად გადაურა.
ირანი სდუმს. თავისი გასჭირვებია, რადგან ისრაელმაც კარგად ისარგებლა ს დასუსტებით.
ბირთვულ ომზე ხმას აღარ იღებს, რა უნდა თქვას, როდის ვისვრიო? – რაც თქვა, ამას თუ იზამთ, ვისვრიო, ყველაფერმა გაუსხა და რა უნდა თქვა? კრემლს თუ დაარტყამთ, ვისვრიო?
სანქციები არ მუშაობსო, – ხო, სანქციებს ჰქონდა თავისი ხვრელები, მაგრამ რუსეთი დიდია, ხვრელი – პატარა და სანქციების შედეგიცაა ის, რაც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე ხდება.
ომის დამთავრებაზე პირობებს აღარ აყენებს, ან, რა პირობა უნდა წამოაყენოს?
ტრამპი მოვაო – ამ ვითარებას ტრამპმა რა უნდა უყოს? ან ტრამს ჩასვრილი პუტინი რაღაში სჭირდება? ან, მოვა კი, ტრამპი, რომელიც ფსონს რუსეთზე სდებდა? ვის რად უნდა პოლიტიკოსი, რომელიც ცრუ, ყალბ ფსონებს დებდა? – ვნახოთ, ეგაც გამოჩნდება, მაგრამ ტრამპი ამ ვითარებაზე გავლენას ვეღარ მოახდენს. რადგან მოცემულობა, რომ პუტინმა არაერთი დღის მანძილზე ვერ დაიცვა თავისი ქვეყნის მიწა – უკვე დგას, ფაქტია უკვე, ამას ტრამპი როგორ შეცვლის?:)
დასავლეთი – საფრანგეთი, პოლონეთი, კიდევ არაერთი ქვეყანა – ღიად აცხადებდა თვეები, რომ მათი იარღით რუსეთზე თავდასხმის მომხრენი იყვნენ. გერმანიამ გაჭედა ერთი შეხედვით და სწორედ გერმანული ტანკებით შეგრიალდნენ, არადა.
გერმანიის ტანკით, ბიჭოს, არადა, გერმანია რამდენს ეგონა პუტინის ჯიბეში.
ორბანი? – ხო, ორბანი სიტყვებით დაამშვიდებს, ჩავა, იბობოქრებს და იტყვის, ამ ჩემ ბობოქრობას არ აქვს სამართლებრივი ძალა და მანდატიო:)
ლუკაშენკო? – ორბანზე გაქნილი, ორბანზე ფლიდი, ორბანზე კორუმპირებული, ლუკაშენკო აღარც ბობოქრობს, მაგას იმ ბობოქრობის მანდატიც ამოეწურა.
ვაგნერი? – რომელი ვაგნერი? ვაგნერი მორალურად გატეხილია, იმის მერე, რაც პრიგოჟინს დამართეს კი არა, იმის მერე, რაც პრიგოჟინს დამართეს და გაატარეს, იმის მერე, რაც ივაჭრეს პუტინთან და ამ ვაჭრობის შედეგი – უკან დახევით და ჩუმი სიკვდილით დამთავრდა. ვაგნერი ისედაც ვერაფერს უზამდა ს, რომელიც დაქირავებული მკვლელი კი არაა, თავის სახლს იცავს, მაგრამ ახლა ეს ის ვაგნერიც კი აღარაა, რაც იყო და ის სახელი და ის მოტივაციაც აღარ აქვს, რაც ჰქონდა.
კადიროვი? – კადიროვს სჭირდება პუტინი, კი არ უყვარს, როგორც კი მიხვდება, რომ არ დასჭირდება, უკან დაიხევს და არც ახლა აქტიურობს თავგადამკვდარი.
მსოფლიო წესრიგი კი არ იცვლება, უკვე შეიცვალა.
რუსეთი ვეღარასოდეს შესძლებს დაამტკიცოს, რომ მას ნომერ პირველი არმია ჰყავს.
აწი რაც უნდა მოხდეს, ამდენი დღის მანძილზე, როცა ის ვერ ახერხებს საკუთარი მიწის დაცვას და მაინც ვერ აცხადებს ომს – რუსეთის იმპერია მორალურად დამთავრებულია. პუტინი ვეღარასოდეს შესძლებს იმ სახელის დაბრუნებას, რომელიც მითებით, ზღაპრებით ჰქონდა შეთხზული.
და მაინც, მგონია, რომ აწი და აწი, კიდევ უფრო კარგი სიურპრიზები გველის.
რუსებს არ უყვართ დამარცხებული და სუსტი ლიდერები, ყოველთვის ჭამენ, თან საზარლად ჭამენ, დედაბუდიანად, სისხლიან–ძვლიანად ხრავენ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ცხელი წერტილი აქვს ჩახურული რუსეთს რუსეთშივე და იმ ცხელი წერტილების გააქტიურება ახლა ყველაზე რეალური ხდება, ყოველდღიურად მეტად და მეტად,” წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.