“კობახიძემ დღეს ორი შემაძრწუნებელი რამ თქვა, თითქოსდა რაღა, ხომ? არადა, მოახერხა.
პირველი: – თურმე, ნუ იტყვი და 16 ქართულ–აფხაზური ბიზნესია უკვე დაფინანსებული და ამუშავებული.
არ ვიცი, ვისი ფულით, სავარაუდოდ ჩვენი, არ უთქვამს, არ თქვა რა პერიოდში, არ თქვა, ქართულ იურისდიქციას რამდენად მორგებულია და რაც მთავარია, არ თქვა, რა ბერკეტები გვაქვს, რომ ამ ბიზნესების უკან რუსული ინტერესები არ დგას?
რატომ რა, აღარ აქვს ოკუპირებული აფხაზეთი?
16 ბიზნესი ოფიც, ქართულ–აფხაზური, ხოდა, რომელიმეს თუ რუსული ფულის გათეთრებასთან აქვს საქმე? ან თუ რომელიმეს გავლით, რუსეთს მიაქვს ის, რისი ყიდვაც და გატანაც საერთაშორისო სანქციებით ეკრძალებოდა?
ოფიც, საბუთში რუსეთი არ გამოჩნდება, აგერ ქართულ–აფხაზური ბიზნესია.
და 16 ბიზნესის ანგარიშები სადღაც ხომაა? ნეტავ, რომელ ბანკშია და რომელ ბანკს მიადგება პირველს დიდი ბრიტანეთი?
ასევე თქვა, რომ ჩვენ უკვე ჩაგვიშვია (ვის ჩვენ, ახლა ვიგებთ) 51 პროექტი აფხაზებთან, ეს პროექტები არის “ნდობის აღმდგენის” პროექტებიო.
ანუ, ყველაფერი შეიძლება იყოს…
ნებისმირი რამ…
მაგალითად, რომ მითხრას, თუ გინდა გენდო, მომე 25 ლურსმანიო და ვიტყვი, რომ ნდობის აღსადგენად ვაძლევ და ამ ლურსმანზე მერე რომ წამოვეხევი, თუ წინ დამიდებს, ნუ ახლა, ნდობის აღდგენას მსხვერპლი სჭირდება, ძმაო.
ბოდიშს თუ უხდი, ბოდიშის ექვივალენტიც უნდა გაიღო.
ანუ, 16 ბიზნესი და 51 კაცმა არ იცის რა.
ხო, კიდევ 1422 პაციენტს ვუმკურნალეთო და ოკეი, ვუმკურნალოთ, უბრალოდ, ანუ, ჯანდაცვის პროექტები ამ 51 “ნდობის აღმდგენელ” პროექტში არ შედის.
რა ჯანდაბაა, მაშ?
ვინ სარგებლობს რეალურად?
რა აღდგენა, აფხაზები რომ გეხვეწებოდნენ დათა თუთაშხია ვთარგმნოთ აფხაზურ ენაზეო და 50 000 რომ ჯდებოდა ეგ პროექტი და უარი თქვით, გაგახსენოთ?
ეგ რომ არ გადარდებთ, მგონი ყველამაც ვიცით.
რაც გადარდებთ, ფული და ძალაუფლებაა, რაც ფულზე და ძალაუფლებაზე მეტად გადარდებთ, რუსული ფული და რუსული ძალაუფლებაა.
რუსული ფული რომ განსხვავებით ამერიკულისა და ევროპულისა, მალულად შემოდის და ხალხისთვის არა, მხოლოდ ბობოლების ჯიბეებისთვისაა, ეგაც ცნობილი ამბავია.
და მეორე –
თქვა, რომ 2030 წელს იმ შემთხვევაში შევალთ ევროკავშირში, თუ ევროპას ექნება ჩვენს მიმართ “სამართლიანობა და ჯანსაღი მიდგომაო” – ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ევროპა “შეიყვარებს” ოცნებას და პუტინს, თუ ევროპა მიიღებს დიქტატორებს, ჩრდილოვან მმართველებს და ეგ ხომ ვიცით, არ მოხდება.
ანუ, ის, რაც მოუწოდა, უფრო სწორედ, უთხრეს, რომ უნდა მოეწოდებინა ხაინდრავას, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ არასოდეს არ გვინდა ეს ევროპაო – უკვე თქვეს.
და ევროპა რომ არ გინდა, ესე იგი, გინდა რუსეთი, თუ შვეიცარიასავით თავდაცვის ბიუჯეტი ცამდე გაქვს და არ ვიცი? იქნებ ისრაელივით თაღები გაქვს დამონტაჟებული და გვიმალავ?
ხოდა, თქვენ კიდე, აქესო.
აქებდნენ, ბიძია, ამას გადაფარვა ხომ უნდოდა?
რა მოკლედ თქვა თან იმ აფხაზურ–ქართულ ბიზნესზე და სწრაფად, არც ერთი ფაქტი და კონკრეტიკა, არც ერთი სიტყვა რა სახის ბიზნესი ან პროექტებია, არც ერთი სიტყვა თანხაზე, არც ერთი სიტყვა პერიოდზე, და ცხადია, არც ერთი კითხვა ამ თემაზე, რადგან უნდა ექოთ, რომ მერე ჩვენ გველაპარაკა ქებაზე,” – წერს სოციალურ ქსელში თამო კეშელავა.
„რაც შეეხება სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც განხორციელდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, განხორციელდა ნდობის აღდგენის 51 ჰუმანიტარული პროექტი; ქართულ-აფხაზური ერთობლივი 16 ბიზნესინიციატივა; ჩვენ ვუმკურნალეთ 1422 პაციენტს ოკუპირებული რეგიონებიდან. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.