“ფონდები და ბიძინას პროკურატურა
პროკურატურამ “სასწაული” წერილი გამოაქვეყნა ფონდების დაყადაღებაზე:)
ასეთი მძიმე რომ არ იყოს რეალობა, ძალიან სასაცილო წერილია.
დავიწყოთ იმით, რომ ვინმე ვატომ საჯარო წყაროებით გამოიძია და ამხილა ნანუკას, გილაურის და სხვათა ფონდებიო.
საჯარო წყაროებითო!
ანუ, საჯაროდ ხდებოდა “დანაშაული” და ვატო რომ არა, – არ გვაინტერესებდაო.
რა ბანძი უნდა იყო პროკურატურა, როგორი ბნელი და უვიცი, ეს რომ დაწერო.
მეორე მხრივ, რამდენად დიდი უკანონობა იყო ამ ფონდების დაყადაღება, რომ ვინმე ვატო იშოვეს “განტევების ვაცად.”
არ მაინტერესებს მე, ვაცი ვატო, მე ვიცი, რომ დამნაშავე ამ ფონდების უკანონოდ დაყადაღებაში არის პროკურატურა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ბიძინას.
ასეთი ვაცები მიდიან და მოდიან და პროკურატურის ეს სამარცხვინო განცხადება არქივში შეინახება, ქოცებო!
იცოდით, რომ თურმე, საბოტაჟის და სისხლის სამართლის სხვა მუხლების გარდა გვედავებოდნენ სისხლის სამართლის “3211 მუხლს?”
ოფიციალურ, დაკორექტირებულ განცხადებაში უწერიათ ეს 3 ათას რაღაცა მუხლი:)
ცნობისთვის 415 მუხლია სულ სისხლის სამართალში, ბრიყვებო.
სავარაუდოდ, 321–ე მუხლს გულისხმობენ – სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას და სად ერეკლე და…
პროკურატურა წერს, რომ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა ესენი, რაზედაც ახლა გიამბობთ, გამოძიებაც ჩატარებულა, ანუ, გომელაურის უწყებაც გარეულა მარაქაში.
ანუ, ამ უკანონო დაყადაღებაზე პასუხისმგებელი პირებია: გომელაური, შოთაძე და ივანიშვილი.
ჯერ წერენ, ჩვენ როგორი კრიმინალები ვართ, ხალხი, ვისაც 100 დღეზე მეტია ცემენ, აჯარიმებენ, უსამართლოდ ექცევიან და ერთი ცივი იარაღიც კი ვერ ამოიღეს ამდენი ხნის მერეც. ვერც ერთხელ. მართლა რა ზეკანონმორჩილი და მშვიდები გამოვდექით, ხალხო.
მერე წერენ, რომ ეს “კრიმინალები” მარაგდებოდნენ აირწინაღებით და ჩაფხუტებით, რათა, ყურადღება!, თავს დასხმოდნენ სპეცრაზმს.
ანუ, სპეცრაზმი რომ წამლავდა ხალხს, ხალხი თავს “ესხმობა” აირწინაღით და არ აწამლინებდა თავს. აბა, რომ გწამლავს, მოსაწამლი ხარ, რას ეწინააღმდეგები? გააღე პირი და კარგად, ღრმად ისუნთქე, დადასტურებულად და მძიმედ რომ მოიწამლო.
ან თავში რომ გირტყამს, რა ჩაფხუტი, დაუხარე თავი, თუ მაღალი ხარ, კარგად მოგწვდეს და თუ დაბალი ხარ, ქვაზე შეხტი, რომ კარგად შემოგარტყას, იქნება და მოგკლას.
ანუ, თავდაცვის საშუალებები გამოაცხადეს თავდასხმის საშუალებებად და ამით კიდევ ერთხელ, ოფიც დაამტკიცეს, რომ ადამიანებს თავს ესხმოდნენ, მშვიდობიან ადამიანებს.
ხო, ხაზგასმით წერენ, წინა ხაზზე მყოფებს მეტად აძლევდნენ პირბადესო.
აბა, ნაგვები, როგორ მოიფიქრეს, რომ წინა ხაზზე მეტად იწამლები?
ადმინისტრაციული შენობები დაზიანდაო – ალბათ, 5 ივლისს რომ დაარბია შენობები ალტ ინფომ იმაზე წერენ?
რავი, რა დაზიანდა, მოვალთ, აღვადგენთ.
ა, რკინის ჯებირი შეირყა, ხომ?
ხო, ჯებირი თქვენთვის კია შენობა.
აბა, ჯებირის გარეშე ვეღარ გამოდიხართ და…
გაფიცვისკენ მოწოდება ყოფილა დანაშაული, ანუ, კონსტიტუცია თავზე გადაიხია პროკურატურამ.
არადა, გაფიცვისკენ მოწოდება დანაშაულია კი არა, გაფიცულს თეთრი არ უნდა დააკლდეს კანონით ხელფასიდან.
ისევე, როგორც ბავშვის აქციაზე გასვლა დანაშაულია კი არა, არასრუწლოვანს კანონით აქვს პროტესტის უფლება და სახელმწიფომ მისი პროტესტის უსაფრთხოება უნდა დაიცვას, თავს კი არ უნდა დაესხას.
ხდებოდა წახალისება დანაშაულისო, პროკურატურა წერს, ასე მაგალითად, გადაირიცხა თანხა დანიშნულებით: – “აირწინაღები წინა ხაზზე ბავშვებისთვის”.
პრო@ებო, ბავშვებისთვისო, აირწინაღიო… აი, სამართალზე და კანონზე როგორ უნდა გელაპარაკოთ, ამ წინადადებაზე, ანუ, ბავშვები რომ არ დავაწამლინეთ, სწყინთ და დაგიჭერთ, თუ შვილებს არ დაგვაწამლინებთ და აირწინაღებს გაუკეთებთო…
თან, თავს თუ არ დაგვაწამლინებთ, დანაშაულიაო…
კიდევ ერთი “სასაცილო” პუნქტია – ჯარიმებს იხდიდნენო.
ანუ, ჯარიმების გადახდა უკანონოა?
არა, ჩვენ კი ვიცით, რომ ჯარიმებს უკანონოდ წერთ, ბატონო პროკურორო, მაგრამ გადახდაც უკანონოა, ხომ?
ანუ, ჯარიმას გამოწერენ უკანონოდ, გადაიხდი? – გიჭერენ, არ გადაიხდი – დაჭერით გემუქრებიან.
აქაც იგივე პრინციპია, ხომ? თავი არ დავიცვათ და არ გადავუხადოთ ჯარიმები, რომ რეპრესიები უფრო ფართო იყოს და მკაცრი, ადამიანები ფსიქოლოგიურად, ფინანსურად დაგაწამლინოთ, ხომ?
გურიაში რა აკეთეს ამ ფონდებმა ადამიანების გადასარჩენად, რამდენი გადაარჩინეს, მაგაზე სიტყვაც არაა ნათქვამი.
მართლა სასწაული აკეთა კონკრეტულად Nanuka Zhorzholiani ნანუკას ფონდმა ჩემს გურიაში და დიდი მადლობა მას ამისთვის ჩემგან, ერთი რიგითი გურულისგან.
ავადმყოფი ბავშვებისთვის რეეები აკეთეს, ეგაც ვერ “გამოიძიეს”.
ხო, კიდევ ისიც დანაშაულიაო, ციხეში რომ ჩავყარეთ ეს ახალგაზრდები და მათ მშობლებს ეხმარებითო.
ეს არაა ახალი, ეს ე.წ. “გაკულაკებაა”, მათი მოფიქრებული არაა:)
ლენინი მუდამ მათ გულებშია!
კანონის რა მუხლით აკრძალეს პატიმრის ოჯახის დახმარება, ვინმემ იცის?
მაგრამ აგერ, სახალხო დამცველი იმას აპროტესტებს, სადღაც, შეხვედრაზე იმედი რომ არ შეუშვეს და იურისტთა ასოციაცია სდუმს და…
ესენი რომ მიუშვა, გადასახლებებსაც ისევ დაიწყებენ, ჩვეულებრივად, წამწამის დაუხამხამებლად.
ხო, კიდევ, პროკურატურა წერს, რომ ეს დაკავებულები არიან დამნაშავეები და მაგიტომ არ შეიძლება მათი ოჯახების დახმარება, ხოდა, ჯერ რომც იყვნენ დამნაშავეები, 37 წელს აბრუნებენ ანუ და თქვან და მეორე – რას ქვია დამნაშავეები არიან? პროცესები გრძელდება ჯერ, და მათივე სასამართლოთიც კი, ჯერ არაა დასრულებული და უდანაშაულობის პრეზუმციაზეც ფეხით შედგა პროკურატურა?
მოკლედ, ამორალური და უსამართლო რომაა ეგ ერთი ამბავია და მეორე, ამ თავიანთი, ახალი უსამართლო კანონებითაც კი, უკანონობაა პროკურატურის განცხადება და მსგავსი სიბრიყვე რთულად შეიძლება რომელიმე დიქტატორი ქვეყნის პროკურატურამაც კი თავის თავს აკადროს.
და ბოლოს, ზოგჯერ მოუსმინეთ ხოლმე ქოცებს, მათი მთავარი მესიჯი რა არის? და სამწუხაროდ, რამდენს დააჯერეს, რომ მართლა ეგრეა…
ჩვენ, ქართველები ერთმანეთს ვჭამთ, ჩვენ, ქართველებმა, ერთმანეთის გატანა არ ვიცით, ჩვენ, ქართველებს მარტო ლანძღვა და გინება შეგვიძლია, ჩვენ, ქართველები რომ ვმტრობთ ქართველს, ისე ვერავინ და მისდგებიან იმ დიდ კაცს, “ჩვენისთანა ბედნიერი ერის” დაწერის გამო რომ მიეცეს ჩვენი ცოდო, იმისათვის, რომ არ მიაწერა, მაშინდელ ქოცებს რომ გულისხმობდა, იმ დიდ კაცს, რუსეთთან საქართველოს შეერთება, ქართველი ერის სიკვდილიაო, რომ თქვა…
ხოდა, დააკვირდით, ყველაფერ იმას ებრძვიან, რითიც გვერდით დგომა დავანახეთ.
პირბადე არ გაუკეთო, დაიწამლოს.
ჯარიმა არ გადაახდევინო, გაწამდეს.
სამსახურიდან გამოუშვეს? – ქირა არ გადაახდევინო, საჭმელი არ მიაწოდო.
სტიქიაა? – ჩვენ უკეთ ვიცით, ვინ როდის გადავარჩინოთ, თქვენ არ ჩაერიოთ, რომც გაწყდენ.
დაკავებულთა ოჯახებს ზურგი აქციეთ.
ეს უნდათ, ის უნდათ, რასაც დაგვძახიან, რომ ქართველმა ქართველი ვერ გაიტანოს.
რადგან, გატანის, გვერდით დგომის, დახმარების სასწაული მაგალითები დადეთ, თქვენ, ხალხმა და მერე ეს მაგალითები საქმედ აქციეს ნანუკამ და სხვებმა.
ხოდა, ახლა გვეუბნებიან, რომ ერთმანეთის გატანა და დახმარება დანაშაულია და დასჯადია.
წადით, თქვენი…
მარტო ამის გამო ხართ გასატანი პოლიტიკიდან, პროკურატურიდან, სუსიდან, შსს–დან და შუშის სასახლიდან.
სხვა რომ არაფერი დაგეშავებიათ, მარტო ამის მცდელობისთვის ხართ გასატანი.
ერთმანეთსაც გავიტანთ და თქვენც გაგიტანთ.
ბედნიერი ერი – მაშინდელ ქოცებზეა – გადახედეთ თქვენს პოსტებს და მიხვდებით – “მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე,
არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი” – ჰა, რამდენი ქოცი გაგახსენდათ უცებ?
ჩვენ კი, ილიას ამ სიტყვებით ვივლით: „თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა“ – და თან გზად არ დაგვავიწყდება, რომ “სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.“
ასე, რომ, “ბედნიერო” ქოცებო, დასტურ, ცეცხლი ოლიგარქიას!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.