თამო კეშელავა: რადგან, ჩემთვის ბრძოლის ყველა გზა მისაღებია დუმილის გარდა

“მე ვერ ვხედავ ახალ ტრაგედიას ვინმეს წასვლაში, ისედაც ტრაგედიაა, ლამის ყოველი მეორე ოჯახიდან ერთი მაინც რომ არის უკვე ემიგრაციაში.
ეს ადამიანები, ვინც ახლა წავიდნენ, იქ, რომელიმე ქვეყანაში, დაამტკიცებენ, რომ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით, მარტივად დაამტკიცებენ თან, ეგაც პროცესის ნაწილია, ეს არც გასახარია, მაგრამ არც საწყენი, დიქტატურის თანმდევი ნაწილია.
სადმე გინახავთ დიქტატურა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები ან საიდანაც არ არიან პოლიტიკურად დევნილები? – მე არა.
კი, მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ციხეებში გამოკეტეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანები და სადაც პოლიტიკური ნიშნით დევნიან ადამიანებს.
კი, იმ ქვეყანაშიც ვცხოვრობ, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც მეამაყებოდა და მეიმედებოდა, გაჩუმდა.
ნებისმიერის პოლიტიკური დევნის ქეისი უცხოეთში “მირჩევნია” მის დუმილს.
რადგან, ჩემთვის ბრძოლის ყველა გზა მისაღებია დუმილის გარდა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.