“რას გვაძლევს მარშები, მანიფესტები და პროტესტის ის ფორმები, რაც გვაქვს? – ამას ბევრი მეკითხება პირადში და დავწერ, მე პირადად, რასაც ვხედავ.
მყოფნის? – ამდენი უსამართლობის, ყელში მობჯენილი ბრაზისას, არც ვიცი რა მეყოფოდა.
სწრაფად მინდა, თუ არა? – კი, ცხადია.
რეალურად, საჩქაროა, თუ არა? – კი, გუშინ უნდა დასრულებული, გუშინწინ – ჯერ ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ, მერე როცა დანებდება ბიძინა და აუცილებლად დანებდება და აუცილებლად იქნება არჩევნები და არჩევნების ჩანიშვნის დღიდან, იზოლაცია გაიყინება იმ ადგილას, ყველაზე კარგ ვარიანტში, რაც იმ წამისთვისააა, და სულ რომ არაფერი დაემატოს, ჩვენი ქვეყანა მაინც ძალიან დიდი ნაბიჯით წავა უკან და არჩევნების მერე, ჩვენ უკვე, იქედან კი არ უნდა ამოვიდეთ, სადაც ახლა ვართ, ბევრად ცუდი მდგომარეობიდან და ჯერ არავინ იცის, სადამდე ჩაგვიყვანს ბიძინა, საიდან უნდა ამოვიდეთ – ამიტომ, კი, საჩქაროა.
პოლიტიკური სპექტრი მომწონს, თუ არა? – არა.
მეტის გაკეთება თუ შეუძლიათ? – კი და თან – არა.
თეორიულად შეუძლიათ, პრაქტიკულად, ეშინიათ, რომ მეტად გატოკდებიან, მეტ სისულელეს გააკეთებენ და იტყვიან და პროცეს დააზიანებენ.
ეს ცუდია, კი, ცალსახად, მაგრამ არაა ახალი ამბავი.
ამიტომ, დღევანდელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მოიძიოს ფული, გრანტები, არასამთავრობოების, მედიების გადასარჩენად, ჯარიმების გადასახდელად, ელემენტარულის გასაკეთებლად, ამას აკეთებენ ნაწილობრივ, მეტი შეუძლიათ.
და ამის მიუხედავად, მე მომწონს, ის, რაც დღეს ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გვეჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ დრო, როგორც ქოცზე მუშაობს ცუდად, ასევე მუშაობს ჩემს ქვეყანაზე.
და ვიტყვი რატომ მომწონს.
რაღაცნაირი დრო დაააყენა ამ მარშებმა და მანიფესტებმა, გეფიცებით, მიმიკით ვცნობ რუსეთუმეებს, გაყიდულებს, შეშინებულებს, დაშანტაჟებულებს…
მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, მომღერლები – ხელოვანი ადამიანები გააქტიურა.
რაღაცნაირად, დენის დარტყმასავით იყო.
სპორტსაც შეეხო ეს მუხტი, მაგრამ იმდენად ვერა და ჩემი საამაყო არველაძეები აბა, ისედაც მოქალაქეები არიან.
გააქტიურად ნაწილობრივ ყველაზე ჩუმი სფეროები – მასწავლებლები, მაგალითად, საჯარო მოხელეები.
მსახიობების სიტყვები ემოციური იყოო.
კი,
ასეც უნდა იყოს.
ეგენი პოლიტიკოსები ხომ არ არიან.
რეგიონებში წასვლა არაფრისმომცემიაო.
არა, არაფრისმომცემი იყო რეგიონებში პოლიტიკოსების წინაასაარჩევნო გასვლები, რადგან მათ არ ჰქონდათ პროგრამა, მათ არ ჰქონდათ დღის წესრიგი, ან ჰქონდათ მცდარი და ისინი ხვდებოდნენ თავის ამომრჩეველს მეტწილად.
ეს სხვა გასვლა იქნება.
უკვე რამდენიმემ მკითხე, ცოტნეზე, ჩემი ცოლის დაქალებიდან, გიორგიზე ბახუტაშვილზე – ვა, ეგაც დააკავეს, ეგაც სცემეს, ეგაც მაგას ამბობს, ეგაც წინააღმდეგობაშია?
და ხო, ის, ვისაც ჩემი მოსმენა არ უნდა, პოლიტიკოსის მოსმენა ჩემ მოსმენაზე მეტად არ უნდა, უსმენს გიორგის, ბახუტაშვილს, იმიტომ რომ ის დედიმ@@ნელი ცოტნეა და ახლა, მაგას არ შეეშლება.
კარგია, თუ ცუდი ეგეთი მიდგომა, მაგას არ განვიხილავ ახლა, ფაქტია.
კი, მასთან და სხვებთან ფოტოს გადასაღებად მივა და იქნებ, შემოესმინოს კიდეც.
ეს გასვლა არ იქნება რომელიმე ერთი პარტიის ამომრჩეველთან გასვლა და რეგიონებში სიარული რომ ბლეფი არაა, ეს ბიძინამ და ბიძინას მაშინდელმა რეგიონებში მოსიარულეებმა ძალიან კარგად იციან, ისიც კარგად იციან, რომ ეს სწორედ ის გასვლაა, რომელსაც შედეგი ექნება.
ოღონდ, ამას სჭირდება ფინანსები და რეგიონში გასვლა არაა მხოლოდ ერთ დიდ ქალაქში ჩასვლა იმერეთში, რეგიონში გასვლა უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო 2012 წელს.
კიდევ ერთი ბონუსი, 2011 წელს რეგიონებში რომ გადიოდნენ, რეგიონების უმეტესობა სდუმდა და დღეს პროტესტის ალშია ყველა რეგიონი, დღეს, ხაშურში გამოდის ხალხი და გორში იყო აქცია.
ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი დუღს.
დუღილია სოფლებში, საიდანაც ვერ გადიან ყველა დღე აქციაზე, ვერც ყველა მეორე დღე, მაგრამ როცა რომელიმე რეგიონის დიდ ქალაქში ასეთი, ამდენდღიანი დუღილია, ყველა სოფელში დუღილია, ესე იგი, ზოგან ჩუმი, ზოგან მოგუდული და ეს ხმაა გასახსნელი.
და ეს ხმა გაიხსნება.
პროტესტის ამ ფორმამ გვაჩვენა რა მაგარი შვილები გვყავს, გონიერები, ფერადები, ძლიერები, უშიშრები, მშვიდობიანები!
როგორ მაგრად კიდიათ ეს რუსის შემოთრეული რაღაცეები, მაგალითად, ადამიანის გარეგნობით და ჩაცმით განხილვა, როგორ კიდიათ ღრეობა, როგორ კიდიათ გაწლევა და ძველი ბიჭობა, როგორ შეუძლიათ მშვიდად, კანონიერად, ფერადად. ლამაზად, ჩუმად და თან ყველაზე ხმაურიანად გააპროტესტონ.
კიდევ პროტესტის ამ ფორმამ დაგვანახა თანადგომა.
ჩვენ რა გვესმის წლებია?
რომ აი, გაუტანლები ვართ.
რომ ომში ვტოვებდით ერთმანეთს.
რომ შევესევით წაქცეულს.
და ჩვენმა დიდმა ნაწილმა ეს კინაღამ დაიჯერა.
და დღეს ჩვენ ვხედავთ რა მაგრად ვიცით თანადგომა.
კიდევ,
სულ იმას გვაპარებენ ქოცები, რომ ქართველი არაა კანონმორჩილი, თუ აქტივისტები და თუ ბობოლა ქოცები, ზარქუა რომ ადამიანს თავს დაესხა და ეს “ქართველობით” “გააპრავა” ეგაც მაგ ოპერიდანაა.
და ჩვენ დავანახეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, როგორი მშვიდობიანები ვართ, მერე მსოფლიოს და სულ ბოლოს რუსს და ქოცს.
ლაშა გაბიტაშვილი ავიღოთ.
ზარქუას ხომ ეგონა რომ ეშინოდა მისი და სამჯერ მივაკითხე საქმის გასარჩევად და პოლიციას დაუძახა, მაგ დედალმაო.
ანუ, ის ხალხი, ვინც ჩვენ გვეძახის მოძალადეს, ცემას მიიჩნევს კარგ ამბად და კანონით მოგვარებას, ცუდ ამბად.
ხოდა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ლაშას განა ომი არ შეეძლო, სამივე დალახა, არ უნდოდა ომი.
არ უნდოდა ამათი ცემა, თორემ, რომ ჭამდა მაშინ დაესხნენ თავს, დამჯდარს და გაკავებას ცდილობდნენ და მაინც დალახა და…
ასე ვართ ჩვენც, ხალხო.
ეს დავინახეთ.
განა არ შეგვიძლია ოცნებასთან ომი.
არ გვინდა, რადგან არ გვინდა სისხლი, არ გვინდა სამოქალაქო ომი და ეს რომ არ გვინდა და მშვიდობიანად რომ გვინდა, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით.
მთავარია, ვეცადოთ, რომ ყველას გულის კარზე ვაკაკუნოთ.
სპორტი ძალიან გასუსულია და არადა უცხოეთში ეგენი რომ დადიან, ეგრე ვინ დადის?
თეატრს ათასში ერთხელ აქვს გასტროლი და ეგენი სულ შეჯიბრებებზე არიან და ცოტა უნდა მოვაქანოთ ეგენიც, მაგალითად.
ფოიერვერკებიც კარგი იყო, თითო ადამიანის პროტესტებიც დასამახსოვრებელი, მარიამ სიჭინავას ჩემი სალამი, მარშებიც, ქუჩებში ერთად სიარულიც, მანიფესტებიც, სტუდენტებიც აუდიტორიებიდან, თუ ქუჩიდან, ტარიელ ხარხელაულსაც დიდი სალამი, მისი იმედიანობა ბრძოლის გამარჯვებით დასრულების, მალამოდ მედება, თან სვავებით დასდევენ ბოლო დროს და კი ვერ გავიგე რას ერჩიან, ავტობუსების მოლაპარაკე სალაროებიც და აიტების აქციის დანახვაზე, შოკი რომ მქონდა, ვიცოდი, ეგ ეგრე არ ჩაივლიდა.
პროტესტის მუხტი არ ეცემა, იმატებს.
იმატებს, რადგან ასეთი სამარცხვინო არასოდეს ყოფილა “გაპრავება”.
და ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ჩვენ ამ ბრძოლის ფასს ახლა ვიხდით, ზოგი ჯარიმით, ზოგი, ფიზიკურად, ზოგი – გონებრივად, სისტემა ასეთი შიშველი არასოდეს ყოფილა, ასეთი მოძალადეც არასოდეს.
ეგენი ამის ფასს, რასაც აკეთებენ, მერე გადაიხდიან, ეგენი ჯერ სინდისის, ნამუსის ანაბარად ყრიან და ფინანსურად, თუ სხვა სახით, ჯერ “პოსლეზე” არიან, ბოლოს მიუვათ ანგარიში და უნდა მიუვიდეთ, თუ რეალური ცვლილება გვინდა.
ის, რომ ამდენი ადამიანი ცემეს, ამდენი დაიჭირეს უკანონოდ, სწორედ იმის ნიშანია, რომ პროტესტი იმატებს.
3 დღეს თავებს ითვლიან და დღეს უპს და ვეღარ დაითვალეს.
სწორედ ესაა სახალხო პროტესტის მთელი მინუსიც და პროტესტიც – უკონტროლოა.
და წარმოიდგინეთ, მართლა რა მაგრები ვართ, ხალხო, რომ ამდენი დამცირების, ამდენი შეურაცხყოფის, ამდენი უსამართლოს პირობებშიც კი, პროცესი, რომელიც წესით, უკონტროლოა, თუნდაც, სიმრავლიდან გამომდინარე, გავხადეთ კონტროლირებადი… მაშინაც კი, როცა ვიღაც რუსი ღორები, იარაღებით მივარდნენ აქციიდან მომავალ ჩვენს შვილებს.
პროსტის ამ მუხტს კი არა, პროტესტის დეკემბრის მუხტიც ვერ გადატეხა ბიძინამ, ამიტომ მოგვიქსია ტიტუშკები, ამიტომ დასჭირდა გადაცმული ნიღბიანები.
პროტესტის არსებული მუხტის გადატეხვა შეუძლებელია.
და ეს მხოლოდ შიდა ამბავია.
გარე ზეწოლა მაკმაყოფილებს, თუ არა?
იმის მერე, რომ ქუჩებში, მეტროებში დასდევენ ადამიანებს და ცემენ და იმის მერე, რომ ამდენი უკანონო პატიმარია?
არაფერი დამაკმაყოფილებდა ამ ფონზე, მართლა ბრაზი მაქვს ყელთან და გულში.
მაგრამ, ამაზე სწრაფად, ამაზე ხისტად დასავლეთის მოქმედება მე არ მახსენდება და ეს გაიზრდება.
ამაზე მეტად რომ მოგვაქციონ იზოლაციაში, კი, ქოცებს საკუთარი ამომრჩეველი შეჭამს, მაგრამ არც ქვეყანა ჩავარდება კარგ დღეში.
ლაშა გაბიტაშვილის ამბავია, აქაც.
განა არ შეუძლიათ, არ უნდათ.
ვნახოთ, მაინც მოუწევთ, თუ არა, მეტად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.
ქვეყანა, პრაქტიკულად უკვე იზოლაციაშია, ქვეყნის მთავრობა დასავლეთისთვის კეთროვანია.
არსად არ იწვევენ და სადაც მიიწვევენ, იქ კარგი დღე არ დაადგებათ.
ახლა რესურსებს ჭამს ქვეყანა, არსებულ რესურსებს., ქვეყანა რა, ქოცები.
რაც მეტი დღით შეჭამენ ბოლო რესურსის ნაწილს, მით მეტად დაეტყობა ეკონომიკას.
მოშივდებათ ქოცებს და შეჭამენ ქოცებს – ასეა მარტივად – პრობლემა ისაა, რომ არ მინდა ამის ნახვა, სადღაც, გულის კუნჭულში, ეშმაკს კი უნდა ამის ნახვა, მაგრამ დანარჩენ გონიერ ნაწილს არ უნდა.
მოკლედ, ყველაფერი მიდის კარგად.
არ დაგვავიწყდეს მთავარია, რომ პროპაგანდისთვის უამრავი ადამიანის გონებაა მოწყვლადი, რადგან მათ უმეტესობას არ უცხოვრია, ისინი წლებია მხოლოდ არსებობენ, პურის ნაგლეჯისთვის და მათ არც კი იციან, რომ აქვთ უფლებები, შეუძლიათ და იმსახურებენ უკეთესს.
ამიტომ კი, ასჯერ უნდა ვთქვათ, რამდენჯერად ქოცი პროპაგანდისტი იტყვის, ჩვენ იმაზე მეტჯერაც.
და წნეხი იმ ადამიანებს, ვინც იცის, რას გვაკარგვინებენ, ვისაც გააზრებული აქვს, ვისაც უცხოვრია და პურზე არ უფიქრია ეს წლები, ვინც დასავლეთის სიკეთეებით სარგებლობს – მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყნის მომავალში თუ უნდათ ის ადგილი, რაც ჰგონიათ, რომ ეკუთვნით, აქ და ახლა უნდა აწიონ @რაკი და თეთრს უწოდონ თეთრი და შავს – შავი.
პროტესტის არსებული მუხტის გადატეხვა უკვე შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია პროტესტის მუხტის გაზრდა და ეს ყველას ვალდებულებაა, ყველა პატიოსანი ადამიანის ვალდებულება, ყველა იმ ადამიანის ვალდებულება, ვისაც არ უნდა ომი, ვისაც უნდა მშვიდობა და ქვეყნის გაძლიერება, რადგან მონა ვერასოდეს ვერაფერს იბრუნებს, ვერაფერს ქმნის, მონა ვერ გაამთლიანებს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ტერიტორიას გააერთიანებს სიძლიერე და გონიერება.
ძალა ვართ ჩვენ.
და გაზაფხული მოვა.
კალენდარზეც, ქუჩაშიც, საქმეშიც და გულებშიც.
მე ამის მჯერა.
მიყვარხართ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.