“ახლა კი სერიოზულად, სამთავრობო ცვლილებებზე.
სახ. დეპმა თქვა, 2024 არჩევნებს განსაკუთრებით დავაკვირდებიო, რადგანო – მე ვიცი ქართველი ხალხის განწყობაო.
ანუ, სახ. დეპმა თქვა, არჩევნებმა უნდა გამოხატოს ხალხის ის განწყობა, რაც ვნახე მე კვლევებში – არ უნდა ქართველ ხალხს რუსეთიო.
ამით სახ. დეპმა თქვა პირდაპირ, რომ სხვა შედეგს თუ დაწერს ოცნება ფურცელზე, მისთვის ამ ფურცელს ძალა არ ექნება.
რას აკეთებს ამ დროს ბიძინა?
უშვებს ღარიბაშვილს.
საერთოდ არ ვთვლი, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი კორუფციის გამო მოიშორა, ეგ ბიუჯეტი თავად არ ჩაუგდო ხელთ? არ იცოდა რას უზამდა? ივანიშვილს ხალხის გაფცქვნა არ ადარდებს.
ბიძინასთვის ღარიბაშვილი ნაკლებად სანდოდ გაიჩითა იმიტომ, რომ მას უკვე გაუჩნდა დასაკარგი – დიდი ქონება დააგროვა, კი, გუნდიც ჰყავს და მათაც პატრონობდა და ახლობლებსად, “ევროპებში”, იმასაც ამბობდა, რასაც საქართველოში არ ათქმევინებენ, მისი შვილი “ამერიკებში” სწავლობს და ისე ამაყობს ამით, მხოლოდ ეს ფაქტორიც კი გადამწყვეტი იქნება.
ღარიბაშვილს, ჩვენ, ხალხი, კი ვკიდივართ ფეხზე, მაგრამ შვილმა რომ დაურეკოს, ამერიკიდან მაგდებენ და მოსკოვში სწავლას სიკვდილი მირჩევნიაო – არჩევანი რომ დაუდგეს ბიძინას და შვილს შორის, შვილს აირჩევს, თან ბიძინას მმართველობის მე–12 წელს, დასუსტებული რუსეთის, მოტეხილი უნგრეთის, ლავირებით ფონს გასული თურქეთის, აზრზემოსული სომხეთის შემხედვარე და არც ისე სულელია, როგორც გვაჩვენებს თავს – შესაბამისად, მას ბევრი აქვს დასაკარგი და ისიც იცის, რომ გაჭირვების ჟამს, ბიძინა მას “კიდობანზე” არ აიყვანს! – თავის მხრივ, ბიძინამაც იცის, რომ ღარიბაშვილმა ეს იცის.
ღარიბაშვილის წასვლის ამ მიზეზს ლოგიკური გაგრძელება აქვა და მის ადგილას, დასვეს ის, ვისაც ჯერ არაფერი აქვს დასაკარგი, ვინც გავრილოვს უკვე გაუცვალა ერთხელ ადგილი, ის, ვინც ყველაფერზე წავა ამ არჩევნების მოსაგებად.
შესაბამისად, ივანიშილმა სახ. დეპის და ევროპის საპასუხოდ, გვერდზე გაწია ის, ვისთანაც რთულად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ საუბარს და კიდევ მეტად რადიკალი მოიყვანა, მოიყვანა ის, ვინც არც იმითი დაინტერესდება, ვინაა მტერი და ვინ მეგობარი, ვინ ნაცი და ვინ – ქოცი, ვინ ალტ–ინფოელი და ვინ სოზარიანი, ვინ მინისტრი და ვინ მინისტრის შვილი, ყველას, ნებისმიერს გადაუვლის, თუ საქმეს დასჭირდა და წელს ეს საქმეს დასჭირდება.
პოსტების და ლაიქების დევნა, ინფორმაციის ჩახურვა და საჯარო სამსახურების თანამშრომლების კონტროლი ისეთი წავა, წინა წლები მონაგონი გახდება.
ეს იქნება კიდევ მეტად ხისტი, კიდევ მეტად მკაცრ პირობებში, კიდევ მეტი დაშინებით და მოსყიდვით ჩატარებული არჩევნები – ეს განაცხადია პრემიერის შეცვლა.
სახ. დეპის და ევროპის პასუხად, ის კი არ თქვა, მოდი, კიდევ უკეთეს საკომუნიკაციაო, მეტად გახსნილ ტიპს მოვიყვან პრემიერად, რომ აგერ, ბატონო, დარწმუნდეთ, რომ არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულად ვაპირებო, არა, პირიქით, უპასუხა, რომ მე ამ არჩევნებს ისე ჩავატარებ, როგორც მომეპრიანება, არაფერზე დავიხევ უკან და თუ შედეგი არ მოგეწონებათ, აი, მერე, თუ @რაკი გაქვს, მებრძოლეო – ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის საომრადაც მზად ვარო.
დანარჩენი, უი, კორუფცია ახლა გაიგო და გასვრილი ღარიბაშვილი გაგვარიდა და ეგეთები, ბლა–ბლა მგონია, ისევე, როგორც იმაზე მღერა, ღარიბაშვილი უფრო ახლოა ივანიშვილთან, თუ კობახიძე, ივანიშვილთან ახლოს მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა, მისივე “აშენებულ” ქვეყანაში, მისივე შვილს არ უნდა ცხოვრება და ვინ პრემიერები ადარდებს?
კობახიძეს გუნდი არ ჰყავსო!
რა გუნდი? როდის იყო ჯერ ერთი ივანიშვილი გუნდურად თამაშობდა და მეორე – ის თავზე ხელის გადასასმელად და ფულის დასარიგებლად არ გამოუშვია, დასასჯელად გამოუშვა, ზუსტად იმ გუნდის წევრების პირველ რიგში და ეგაც კიდევ ერთი პლიუსია, გუნდი არ ჰყავს და არავის გადაეფარება, არავის უქია და ვერავინ მოსთხოვს სამაგიეროდ რამე კარგს, გუნდი და მეგობრები არ ჰყავს და ვერავის მიუგზავნი!
მინისტრები არ დახსნაო.
რატომ დახსნის?
გასვრილ, გამძღარ მინისტრებს რატომ დახსნის?
ჯერ დაადგება მინისტრებს და მათ ოჯახებს, რაც წაგიღიათ იმის ნაწილი არჩევნებზე პარტიაში ჩააბრუნეთ და თუ შენარჩუნება გინდათ, ხმებზე იმუშავეთ, მაგ თქვენი ტენდერებმოგებული ნათესავებიანადო და თუ არ გააკეთებენ, დახსნას რა უდგას წინ?
გასვრილი, კორუფციაში ჩაფლული ტიპი უკეთესი დასასჯელ-შესაშინებელი არაა? რად უნდა ახალი, გაუსვრელი და ღატაკი?
შესაბამისად, ივანიშვილმა სწორედ ის დასვა პრემიერად, ვინც მის მიზნებს წაადგება.
პირველ რიგში, კობახიძის მათრახს ოცნების წევრები გამოცდიან, @რაკის თამაშის გამო, ბიძინას არასათანადო დაფასების გამო, ფულის პარტიისთვის არგაყოფის გამო, ევროპების და ამერიკების მოწონებების გამო, ბუხართან მახათით თამაშის გამო, მაშინ, როცა გუნდს ბრძოლა და საქმე სჭირდება.
კობახიძე “მომხრეებს” მალე აჩვენებს, რომ ბოდიში არაფერში სჭირდებათ, ხმები და ხმებისთვის თავგანწირვის დროა, ისე, როგორც აქამდე არასოდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.