“ოქრუაშვილის დაჭერაც რატომ გაბედეს, იცით?
იმიტომ, რომ ზოგმა პოლიტიკოსმა ერთი ადგილის თამაში დაიწყო, ე.წ. ადგილობრივ არჩევნებზე.
ხალხმა რა იცისო, იძახიან და ხალხმა თუ ეგ არ იცის და აბა, მაშინ არც არჩევანი იცის ხალხმა და დაგსვას ბიძინამ, პირდაპირ, მით უფრო, რად გინდა არჩევნები?
პოლიტპატიმრების და მათი ოჯახების მოთხოვნაა ეგაო, მანიპულაციაზე გადავიდნენ, ახლა ამ ოჯახების და ხალხის გამიჯვნას ცდილობენ.
არა, ბოიკოტი ამ არჩევნებს არაა მხოლოდ მათი მოთხოვნა, ეს ხალხის მოთხოვნაა, ჩემი მეზობლის, გამყიდველის მაღაზიიდან, ფარმაცევტის, სტილისტის, გლეხის, სტუდენტის, მასწავლებლის, ტაქსის მძღოლის, გამოდით ხალხში, იკითხეთ და გეტყვიან.
ეს ბიჭები ჩვენი მომავლისთვის სხედან ციხეებში და საქმე თუ ასე დადგება, თქვენ თუ ისინი, – ისინი, ისინი და კიდევ ერთხელ – ისინი. საქმე თუ ასე დადგება, რომ მათ გარიყვას კიდევ ეცდებით, გეტყვით, რომ ჩვენც მათი ოჯახის წევრები ვართ. იმ ბიჭების ოჯახი ბევრად დიდია, ვიდრე ხედავთ და იცით.
ან, ვის ჩატარებულ არჩევნებზე მიდიხართ? იმის, ვისაც გამარჯობას არ ეუბნებიან პარტნიორები?
არ მიდიხართ? – აბა, ვაჭრობთ?
როცა ჩვენი ბიჭები ციხეებში სხედან უკანონოდ, როცა ადამიანები ამდენი დღეა ქუჩაში დგანან – თქვენ ვაჭრობთ?
აბა, მაიმუნობთ?
სულ ერთია, ეს აზიანებს პროტესტს, ეს აზიანებს ბრძოლის მონაწილეებს, ეს უჩენს განცდას ოცნებას, რომ გაყვებით ხალხის წინააღმდეგ.
ხალხი გეუბნებათ, რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს თუ არ გამოუცხადებთ იქნებით ქვეყნის და ხალხის მოღალატეები.
ერთიანი ბოიკოტი რომ მეტ მუხტს მისცემდა პროტესტს, განა არ იცით, იცით. აი, ასეთი ტიპი გადაწყვეტილებები გვინდოდა, როცა ერთიანობას გთხოვდით და არა ხელის ჩაკიდება.
ზოგმა თქვენგანმა ბევრჯერ უღალატა უკვე ხალხს,
ზოგმა თქვენგანმა სცემა ხალხს დაუნდობლად.
ზოგმა თქვენგანმა გაამართლა ხალხის ცემა.
ზოგმა თქვენგანმა 10 წლის დაგვიანებით თქვა, თავიდანვე ვიცოდი, ბიძინას კრემლთან კავშირზეო.
ზოგ თქვენგანს პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც კი არ აქვს.
მადლობით და ბოდიშით უნდა იწყებდეთ ყოველ დილას, სინდისი რომ გქონდეთ.
დღევანდელი ღალატი აღარავის შერჩება, რადგან დღეს საქმე პოლიტიკაში აღარაა, ბევრად დიდი რამ დევს სასწორზე…
ბოიკოტი ნებისმიერ არჩევნებს ხელახალი არჩევნების გარდა!
ცეცხლი ოლიგარქიას და მის ყველა “გამპრავებელს”, რომელი პარტიიდანაც უნდა იყოს!
დიქტატურა სწორედ ისაა, ხალხის ხმა რომ არ გესმის და ვინც ხალხის ხმას უარჰყოფს, ყველა არშემდგარი დიქტატორია.
კი, ვიცი, დიქტატურაა და ხო, მაინც დაეჭირა იქნებ, მაინც არ გამოეშვა იქნებ მზია და ბიჭები, მაგრამ რა იქნებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყავი, ამას ვეღარ გავიგებთ, რადგან შენ უკვე გამოეყავი ხალხს და შენ უკვე დადე ფაქტი, რომ არ უცხადებს ბოიკოტს იმას, რასაც –ხალხი,” –