თამო კეშელავა: ორბანი უნდა ჩამოათრიო საქართველოში და ამუშაო 1 თვე მაღაზიაში კონსულტანტად, მერე 1 თვე აფთიაქში ფარმაცევტად, მერე 1 თვე კლინიკაში მედძმის დამხმარედ და

“ორბანი უნდა ჩამოათრიო საქართველოში და ამუშაო 1 თვე მაღაზიაში კონსულტანტად, მერე 1 თვე აფთიაქში ფარმაცევტად, მერე 1 თვე კლინიკაში მედძმის დამხმარედ და უნდა აიძულო მხოლოდ იმ ხელფასზე იცხოვროს, ქირა გადაიხადოს, გადასახადები, საჭმელიც იყიდოს და ფეხსაცმელიც, იმიტომ რომ ეგაც არ უნდა წამოაღებინო და ხო, წამალიც, თუ დასჭირდება.
კიდევ ერთი თვე პენსიის ამარადაც უნდა დატოვო, თუ დაგვხვდება, აბა, თვის ბოლოს ცოცხალი.
და მერე, დღის გადაცემებში, მოუსმინოს ქოუჩებს, თუ ექიმებს, ჯანსაღ კვებაზე.
გაყინულ თევზს რომ იყიდის და მატლები დახვდება, სკინტლიან რძეს რომ დალევს და თან ოთუსბირად იყიდის, მერე მელაპარაკოს 7 პროცენტიან ზრდაზე ეკონომიკაში.
რეანიმობილი რომ არ ეღირსა რეგიონებს, იქ უნდა დასჭირდეს ახლობლისთვის რეანიმობილი და მუხლზე დამხობილი დედების ცრემლი უნდა გაიზიაროს.
სპორტზე უნდა ჰყავდეს სატარებელი შვილები და ვერ იხდიდეს გადასახადს.
და ა.შ, და ა.შ.
მავნებელი ეგა.
ევროკავშირის მილიონებით ფონს გასული.
ვეტოთი ვაჭარი.
ჩიჩია გამოიღოს ჯერ ჩასტომატოლოგებული კბილებიდან.
ის კბილებიც უნდა დაძვრეს და მისი ასაკის რამდენი ადამიანი ახერხებს სტომატოლოგთან ვიზიტს საქართველოში არსებული ხელფასით, მაგასაც ნახავდა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშლავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას