თამო კეშელავა: ომი მოგვეგოს ჩვენ, უკრაინას, მოლდოვას, პოლონეთს, ესტონეთს, ყველას, ვისაც ეომება რუსი და ყველას, ვინც ამ ომში რუსეთის წინააღმდეგაა

“ცხადია, მინდა მოგება!
ძმასაც რომ ვეთამაშებოდე, სპორტი ეგეთია, მინდა მოგება!
და არანაირი მაგრამ! მოგება და მხოლოდ მოგება მინდა!
ხოდა, ხო არ შეიშალეთ, ხალხო, ჩვენ ფეხბურთი მოვიგოთ და მ ომიო, ფეხბურთს ადარებთ ომს?
ხალხი წყდება იქ, რას ადარებთ რას?
ომშია და ჩამოვიდა სათამაშოდ და ჩვენი დროშაც დაახატა მაისურებს!
ან რა ნარატივია, გთხოვა, ომში ვარ და.მომაგებინეო?
იცოდებ? სპორტში?
თუ აი, რა ჯანდაბაა ეგ?
და ჩვენ არ ვართ ომში?
ჩვენ მიწებზე არ დგას რუსი?
თუ ეგ გვკიდია?
ფეხბურთი დღეს მოგვეგოს ჩვენ!
ომი მოგვეგოს ჩვენ, უკრაინას, მოლდოვას, პოლონეთს, ესტონეთს, ყველას, ვისაც ეომება რუსი და ყველას, ვინც ამ ომში ს წინააღმდეგაა,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.