თამო კეშელავა: ნოშიკოს, ნამორაძეს, ჰყოლია იურისტები, რომლებიც, თურმე, დაირაზმებიან და იჩივლებენ, ნოშიკოზე ცრუ, შეურაცხმყოფელი ინფო გავრცელდა, ქვეყნიდან არ გაქცეულა ქოცების გამოო და არადა…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
აუ, ნოშიკოს, ნამორაძეს, ჰყოლია იურისტები, რომლებიც, თურმე, დაირაზმებიან და იჩივლებენ, ნოშიკოზე ცრუ, შეურაცხმყოფელი ინფო გავრცელდა, ქვეყნიდან არ გაქცეულა ქოცების გამოო და არადა, ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა მოგივიდეთ, მურუსიძის სასამართლოში მიდიხართ დედის, მამის, ბებიის, ბაბუის, ნათლიის, ბუდუას დასაფიცებლად, რომ ნაღდად ქოცები ხართ და გიგონებენ, რომ ქოცები არ ხართ.
იმ სასამართლოში მიდიხართ თან, სადაც მოსამართლემ მიიღო ჩვენება პოლიციელისა, რომელმაც “თავისივე” დაკავებული “ვერ იცნო” და სხვას დაადო ხელი.
რეპუტაცია შეელახაო, ბიჭო.
ლონდონში, საიდანაც ქოცი თანამდებობის პირები სანქცირდებიან, მარტო ნოშრევანს შეიძლება შეულახოს რეპუტაცია არაქოცობამ…
შეურაცხყოფაც ვერ იცნოო, ეგრეც ვინ დაგვწყევლა.
მოვა დრო და ვნახავ ნოშიკოს “დღიურებს”, მე ქოცობა არ მინდოდაო… ნეტამც, სასამართლოში მართლა იჩივლებდეს, ეს რეპუტაციაზე ადრე დაბადებული, ქოცი ვარ და მიგონებენო, ნეტამც…
ჩიჩია და ძვალი ერთად, რთული მოსანებელია, ნოშიკო, რთული, ან ერთი უნდა აირჩიო და ან მეორე, თორემ, არც შენ ხარ იგივე, რაც წინა ჯერზე, არც ჩვენ და გადახედე მსოფლიოს, რა გეცნობა და რა – აღარ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?