“მონაზე და წინა 9 წელზე უნდა მოვყვე ამბავი.
2006–2007 წლები იქნებოდა, “ალიას” რუბრიკა რომ ჰქონდა “მონა მოსამართლეები!”
ეს, ხომ იცით, რა პერიოდია? აქა–იქ, ჩუმად, მოგუდულად რომ ისმის საყვედური, 2011 წელში არ აგერიოთ, როცა ბევრი ღიად აპროტესტებდა.
მიშას მთავრობის აღმავლობის პერიოდია და “ალიაში” რუბრიკაა – “მონა მოსამართლეები”.
არც ერთ მოსამართლეს, არც ერთ პროკურორს, არც ერთ პოლიტიკოსს აზრად არ მოსვლია, ხალხო, აზრად, ღიად ეთქვა, რომ ამის გამო, უნდა დაესაჯა ჟურნალისტები, ან დაეჭირა.
იძახეთ ახლა სისხლიანი ცხრა წელი და მშვიდობა და იყავით, ფაქტია, სისტემის მორყევის დროს კი არა, სისტემის გუგუნის პერიოდში, გვქონდა რუბრიკა “მონა მოსამართლეები”.
ყოველ კვირა ახალ მოსამართლეზე იწერებოდა, ასობით მოსამართლე გამოაცხადა “ალიამ” მაშინ მონად.
ხო, ის მოსამართლეები დღეს ისევ სისტემაში არიან, კი. ახლა მაინც ხომ დარწმუნდით, რომ მართალი იყო მაშინაც “ალია” და მართლა მონები არიან? სხვათა შორის, ის მასალები ვაშინგტონის ბიბლიოთეკაშიც შენახულია დღემდე. ამიტომ იძახდა კობახიძე, მოსამართლეები რომ დაასანქირეს, “ალიას” მასალები ნახეს ამერიკელებმა, ალბათ და იმის მიხედვით დაასანქცირესო.
და რაკი, ფრაქციამ უჩივლა ათობით ადამიანს მონის დაძახებაზე, მამუკა მდინარაძე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და ამ საჩივარზე ხელმომწერს, მე, იმ მედიის წარმომადგენელი, რომელსაც, წინა ხელისუფლების ყველაზე აღმავალ პერიოდში ჰქონდა რუბრიკა “მონა მოსამართლეები”, გეუბნები, რომ შენ ხარ მონა ჩინოვნიკი, შენ ხარ მონა მოსამართლეების შემფარებელი, მონა ჩინოვნიკი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.