ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ირაკლი ხმალაძემ არც მდიდარი ვარ და არც ღარიბიო, მაგრამ თბილისში ორივე სახლი გავყიდეო – უსახლკარო ქვია მაგას, ბატონო და პირველი უსახლკარო ხართ, რომელიც ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებთ.
არც გაქცეული ვარ და არც ჩამოსული, – უგზო-უკვლოდ მოსიარულე ქვია მაგას და პირველი უსახკლარო მომთაბარე ხართ, რომელიც მის მიერ აყვავებული ქვეყნიდან იმიტო წავიდა და იმიტომ დადის გარყვნილ ქვეყნებში, რომ იმ ფულით რომელიც არ აქვს როგორც მდიდარს, დაიწყოს ბიზნესი, როგორც არაღარიბმა.
ყველაფერი შედარებითია და ივანიშვილთან და კალაძესთან შედარებით ღარიბია ირაკლი და მოსახლეობასთან შედარებით მდიდარი – იმიტომ რომ სამუშაოდ ვინც მიდის ქვეყნიდან, – ბილეთის ფულს კაპიკ-კაპიკ აგროვებს.
ჟურნალისტები არიან სისხლიმსმელები და ბოროტებიო, მერე წერს იქვე, მათ საქმეს ცოტათი პატივს ვცემო – დამწყები ვამპირი გამიგია, ცოტათი ვამპირი – არა.
რეალურად კი, თან ვერ გვიტანს და თან არ იცის როდის დავჭირდებით, როდის მიადგებიან.
თბილისში ყველა პრობლემა ვერ მოვაგვარეთო – ვარკეთილის მეტრო ყველაა, ადამიანო?
ანუ თბილისში იმდენი პრობლემაც ვერ მოაგვარეთ, რომ ცხოვრება ღირდეს ამ ქალაქში? და იმ გაფუჭებულ ქვეყნებში არ გაიქცეთ, სადაც კობახიძის მტკიცებით, ყველაფერი ინგრევა?
ამ აყვავებულ ეკონომიკაში ირაკლის ბიზნესის ადგილი არ დარჩა?
დაკითხვაზე არ დამიბარეს, მაგრამ რომ დამიბარონ არ გამიკვირდება, 7 წელი ვიყავი თანამდებობაზეო – თავად არ გამორიცხავს რომ დასაკითხია და ჩვენგან რას ელის?
7 წელი იყო მერიაში თანამდებობაზე, 7 წელი, 7 და ახლაც არ იცის, 2500 დღის მერეც, რომ არ არსებობს ბევრი თბილისი, არსებობს თბილისის ბევრი ჩინოვნიკი, თორემ, თბილისი ერთია, ვარკეთილის მეტროგაუკეთებელი, მდიდარი ჩინოვნიკებით და ღატაკი პენსიონრებით, ერთია ეს თბილისი, კობახიძის თქმით ეკონომიკააყვავებული და 80 წლის ბებოები ქუჩაში ფულის სათხოვნელად, ბიზნესი რომ ყვავის საუკეთესო განათლება აქვს და თან ირაკლის შვილები რომ ვერ გაიზრდებიან და ირაკლი რომ ბიზნესს ვერ გააკეთებს – ერთი თბილისია ეგ.
და ბოლოს,
არც მდიდარი ვარ და არც ღარიბიო..
და რატომ?
ჩინოვნიკი პატიოსანი, ღარიბი რატომ არ არის?
მე ვმუშაობდიო…
ის ქალი, 80 წლის, ჩემს სახლთან მეტროში რომ წელშიმოხრილი ძლივს დადის პურის ფულის სათხოვნელად, არ მუშაობდა და იმიტომ არ აქვს?
მაშ, მტყუანსა?




