თამო კეშელავა: მათ არ უნდათ ევროპული სტილის ბიზნესი, მართალია. უფასო და დამონებული მუშახელი უნდათ, იმიტომ რომ ღორები არიან

ჟურნალისტი თამო კეშელავა:

პირველ რიგში, გამოჩნდა, რომ ის რამდენიმე კინკილა ადამიანი, ვინც ვამბობდით, ბიზნესს წნეხი სჭირდება, რათა ვაიძულოთ რეალური ნაბიჯი გადადგასო – მართალნი ვყოფილვართ.
წნეხმა მოიტანა ის პირველი შედეგი და წნეხი რომ გაგრძელებულიყო, ამდენს ვერ გაბედავდნენ.
დანარჩენი, არც ერთ ბანკს და არც ერთ ბიზნესს არ გამოვყოფ, ბიზნესმენები კი არა, პოლიტიკოსები დარბოდნენ და ღიად ამბობდნენ, ბიზნესმენებს უნდა ჩავუწყოთ არ დასანქცირდნენო.
ბიზნესმენი თუ დასასანქცირებელია, ესე იგი რუსულ საქმეს აკეთებს და იმას ჩაუწყო და არ დასანქცირდეს, ეგ რას ჰგავს, კი უნდა ხედავდეთ.
პროცენტებს რაც შეეხება, მაგის ზღვარს ეროვნული ბანკი ადგენს და პირველი დამნაშავეა, ისევე როგორც, გაგიკვირდებათ ახლა და, პროცენტები რომ მაღალია, ეგა კორუცფიის ბრალიცაა, კორუფცია რომ არ იყოს, არ იქნება ქვეყანა ღატაკი, ამ გაფხორილი ეკონომიკის ფონზე, ქვეყანა არ იქნება ღატაკი, ანუ, შენ და შენ მეზობლები, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები უმრავლეს შემთხვევაში არ იქნებით ღატაკები და იქნება ნაკლები რისკი სესხის არდაბრუნების, იქნება ნაკლები რისკი და დაიწევს პროცენტი.
ბანკის მოგებას რაც შეეხება, მეტი სესხით, დაბალი პროცენტით, ოღონდ 90 პროცენტი დროული და ზუსტი გადახდით, პრაქტიკულად, იგივე მოგებაზე გადის.
ანუ, თუ გვინდა დაბალი პროცენტი და კარგი ცხოვრება, მივდივართ ევროპისკენ.
მივდივართ რუსეთში? ცალკე პროცენტი გაიზრდება და ცალკე ეროვნული ბანკის მაქინაციები.
რაც შეეხება ბიზნესს, თავზე გადაი@ვეს სრული უმრავლესობით, ამიტომ არავის გამოყოფას არ ვაპირებ. ცოტა ხნის წინ, ს რომ შეხვდნენ, “ჩემო პრემიერო” ეძახეს და ჩემი კოლეგები აკრიტიკეს, კი არ დამვიწყებია. რაც იმ დღეს ჭყონიამ გაბედა და იკადრა…
მაგათ მათრახი არ უნდა მოშორებოდათ.
ნინო ჯანგირაშვილი სხვათა შორის, ერთ–ერთია იმ ცოტა ადამიანში, ამ ბოლო თვეებში, ვისაც ეს მათრახი აქვს ხოლმე ბიზნესისთვის და არაერთხელ მითქვამს ეს პირად საუბრებში სხვადასხვა პირებთან, როგორც მაგალითი, რატომ მითქვამს იცით? – იმიტომ რომ ბევრი არაა ვინც ამაზე საუბრობს და არ მაქვს ბევრი მაგალითი.
ჩვენი ამოცანა უნდა ყოფილიყო, როგორმე გვეიძულებია ბიზნესი, წნეხით, მაგათ სხვა სიტყვა არ ესმის, რომ დამდგარიყვნენ რეალურად ხალხის გვერდით.
არ დადგნენ ხალხის გვერდით და ავტომატურად აღმოჩნდნენ იქ, სადაც აღმოჩნდნენ, დღეს მხოლოდ ორი მხარეა, ხალხი და ბიძინა, სხვა მხარე არაა.
კი, ჩვენ რომ რაღაც ნახევრადნათქვამი სთორები და ვიდეოები ვულაიქეთ, მაგისი ბრალიცაა.
ჩვენ რომ რამდენიმე დიდი ბიზნესი გვეიძულებია წნეხით, დადგომოდა ხალხს გვერდით, შეიძლებოდა ამას დომინოს პრინციპი ჰქონოდა და რომც არ ჰქონოდა, მეტი ძალა იქნებოდა, მეტი ძალა კი ნიშნავს მეტ სისუსტეს ბიძინას მხარეს, მეტი სისუსტე ბიძინას მხარეს ნიშნავდა, ლელოს და გახარიას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შანსის შემცირებას – ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
კი, მათ არ უნდათ ევროპული სტილის ბიზნესი, მართალია. იმიტომ კი არა, რომ ფულს ვერ იან, ბრიყვები იქნებიან ბანკირები, თუ ასე ფიქრობენ, ბრიტანელი ბანკირი რა ღატაკია? ან ამერიკელი? არა, იმიტომ რომ პრაქტიკულად უფასო და დამონებული მუშახელი უნდათ, იმიტომ რომ ღორები არიან.
ხო, მათ არ უნდათ ევროპული სტილის ბიზნესი, მაგრამ, მათ არც რუსეთში ცხოვრება უნდათ, მათ უნდათ ჩვენ დაგვამონონ რუსეთში, აკეთონ ფული და იმ ფულით იცხოვრონ ევროპაში. ამიტომ, სანქციები არა ბიზნესსო კი არა, ყველაზე დიდი წნეხი და ყველაზე დიდი მოთხოვნა სანქცირების, ოცნების პოლიტიკოსების მერე, მათზე უნდა ყოფილიყო.
არც ახლაა, ალბათ, გვიანი, რაკი ამდენი გამოხმაურება აქვს დღევანდელ ამბავს, რომლის მსგავსადაც იქცევა დიდი ბიზნესების უმრავლესობა, თუ სიტყვით და თუ საქმით.
ალბათ, 1 თვის წინ, ვუყურებდი, როგორ დაჭირდა ჯარიმის აგროვებას, ერთი დაჯარიმებული პედაგოგის, 2 დღე, იშვიათია ხოლმე, 2 დღე რომ სჭირდება, მაგრამ რატომღაც დაჭირდა. დათომ იკითხა ჯინჭარაძემ, როგორც მახსოვს, ხელი რომ მოაწერეს ევროპულ გზას, ნაბიჯების გადადგმას როდის აპირებენ ეს ბიზნესებიო? წერილებიც მივწერეო…
ხოდა, როგორ შეიძლება ამდენი ბიზნესი იყოს რეალურად ხალხის მხარეს, და პარალელურად, მათთვის საწუწნი კანფეტის ფული იყოს პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დახმარება, ჯარიმების გადახდა და ვხედავდე, როგორ კაპიკ–კაპიკ აგროვებს ხალხი? ჩემი ღატაკი, დატანჯული, დაღლილი ხალხი?
არა, არ დგანან ხალხთან რეალურად და ამის დანახვას არ უნდა ფილოსოფია და ფსიქოლოგია.
არ დგანან ხალხთან და მეორე მხარეა მხოლოდ, ბიძინასი, სხვა მხარე არაა დღეს.
ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა არჩევანი და ამ არჩევანის დანახვა.