თამო კეშელავა: ლუკა ძაძამიაზე ახალ ინფოებს სტყორნის სუსი ხალხს, ესაო, ქართულმა ოცნებამ სანამ დაასახელა კანდიდატადო, ჩვენი კაცი იყოო, შეგზავნილი იყო აქციაზეო

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ლუკა ძაძამიაზე ახალ ინფოებს სტყორნის სუსი ხალხს, ესაო, ქართულმა ოცნებამ სანამ დაასახელა კანდიდატადო, ჩვენი კაცი იყოო, შეგზავნილი იყო აქციაზეო:) ანუ, ქოცები დაზღნარდითო, ქოციაო.
იქვე, აქცია რომ ისევ გააშავონ, ეგ ლუკაო, აქციაზე იმიტო იყო შეგზავნილიო, პოლიცია ეცემა და პოლიციისთვის ესროლა, არც მეტი, არც ნაკლები, მოლოტოვის კოქტეილიო.
ბანძები, ეგენი.
სად იყო მოლოტოვის კოქტეილი? იმდენად ბრიყვი რომ ხარ სუსი, პლასმასის ბოთლებში რომ ჩაასხი საწვავი და ფოტო/ვიდეო გადაუღე, იმდენად ძუნწი რომ ხარ, მინის ბოთლი რომ ვერ გაიმეტე და გაიფაქტე, პლასმასის ბოთლში ჩასხმული საწვავი რაის მოლოტოვის კოქტეილია?
ერთადერთი ხომ ეგ ამოიღე, პლასმასის ბოთლში საწვავი.
რაის მოლოტოვი, დანა ვერ ამოიღე ამხელა აქციებზე და მერე ვიდეოში ისე მიახატე, ყველა მიხვდა, რომ მიხატული იყო. ბუზი დავხატეო და რომ გაფრინდება ბუზი, ეგრე მოგივიდათ.
ან, რა შტერი ხარ სუსი, ანუ, ქართულმა ოცნებამ, სიაში ჩასვა პირი, ვინც პოლიციას ესროდა მოლოტოვის კოქტეილებს, ვინც ცემდა პოლიციას, მაგრამ არა უშავს, სამაგიეროდ, ქოცი იყო?
ანუ, ეს ლუკა ახლა არის ახალი გარემოება, ყველა იმ პროცესისთვის, რომელიც საჩივრდება, იმიტომ რომ ვერსად ვერ ამოიცნო ვერც ერთმა პოლიციელმა “თავდამსხმელი”, ან რას ამოიცნობდა, იქეთ ესხმოდა თავს პოლიცია მოქალაქეებს, მაგრააამ, რაკი ეს თქვენი ლუკა თურმე შეგზავნილი იყო პოლიცია რომ ეცემა, ახალი გარემოებაა, კი ეგა, საქმის გადასასინჯად, რადგან, თეორიულად, შეიძლება, ყველა საქმეში, აი, ერთ საქმეში, პოლიციელმა რომ თქვა პროცესზე, ფეხი ამიცურდა და წავიქეცი და ყველა დასაჯეთო, იმ საქმეშიც, ლუკა იყოს დამნაშავე.
ყველა პროცესზე უნდა ათრიო ახლა ეს ლუკა და ამოცნობის პროცედურები უნდა აიძულო პროკურატურას ატაროს და ექსპერტიზები, მათ შორის, მის ტანსაცმელზე, მის ბინაში, მანქანაში და ა.შ,
მეორე – ეგ თუ დადასტურდა, გამოდის, აღიარებ, რომ სუსი აწყობდა ტერაქტს ხალხის წინააღმდეგ, პროკურატურა ხელს აფარებდა და ასრულებაში ეხმარებოდა.
აი, როგორი უკიდეგანოდ ბრიყვი უნდა იყო, სუსი, ეგ ვერსია რომ გამოიტანო და კარგი გეგონოს.
მაგრად არ გვაინტერესებს ეგ თქვენი ლუკა, მაგრამ ჩეგევარა უკუღმა მაგისგან არ გამოვა, რაც ჩანს, ერთი ბრიყვი, ცარიელთავთავიანი, სკამს დახარბებული ბიჭია, უთავმოყვარეო, მოღალატე და უპრინციპო.
პლასმასის ბოთლში ჩასხმულ, უფითილო საწვავს რომ ააფეთქებ, გადაუღე რა, სასწაული იქნება და მსოფლიოს ვაჩვენოთ.
ამებამ შემოგითვალათ, რატო არ იქცევა ცა, მე რომ ერთუჯრედიანი მქვია და თქვენ ხელფასს გიხდიანო.