თამო კეშელავა: ლელოზე მწყდება გული ძალიან. ამ ჯგუფისთვის ძალიან მენანებით გულწრფელად

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
როგორც ჩანს, სალომე არ იყო გუშინ თანახმა ამ 8 პარტიის ბოიკოტი გამოეცხადებია, გამოდის, ხალხის წნეხმა შედეგი გამოიღო.
ამიტომაც სჯობს ურმის გადაბრუნებამდე ითქვას სათქმელი.
ზოგი კითხულობს რა აზრი აქვსო!
დიდი.
8 პარტია ოფიც ბოიკოტშია, ანუ, დისკუსია მათ დახურულ კარს უკან დაასრულეს.
ჯერ ერთი, არ მახსენდება ბოიკოტში აქამდე, მაგრამ რომც ყოფილიყო, ამ 8 პარტიიდან ორჭოფობა დასრულდა – ეს დამატებითი წნეხია ლელოსა და გახარიაზე.
გარდა ამისა, ეს განაცხადია უცხოელი პარტნიორებისთვის და ეს განაცხადი აგვისტოში იქნებ დაგვიანებულიც ყოფილიყო.
აბა, თუ არაფერი აზრი ჰქონდა, რატომ არ გამოაცხადა სალომემ გუშინ მათ ბოიკოტზე?
რატომ იყო ასეთი გაღიზიანებული, გაბუტული და რატომ მოვარდა და გავარდა?
აქვს აზრი, ცხადია!
კარგი ნაბიჯია, სწორი და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
ფაქტია, 2 დღის წინ კიდევ მოლაპარაკებებზე დადიოდნენ და ფაქტია არ იყო 2 დღის წინ 8 ძალის ბოიკოტი და რავი, 48 საათის წინანდელი მაინც მახსოვს:)
ლელოზე მწყდება გული ძალიან.
ამდენი იმიტომ არ გიშრომიათ, მეგობრებო, რომ ასე გადაჯგუფდეს:
1. 8 ოპო პარტია + პოლიტპატიმრების ოჯახები + აქტივისტები
2. ოცნება
3. გახარია, ლელო, იაგოს გირჩი და ფრიდონ ინჯიას ბიჭის “ოპოზიცია”
ამ ჯგუფისთვის ძალიან მენანებით გულწრფელად.
გელოდებით მეცხრედ პირველ ჯგუფში.
თან ნახეთ, 9 ხომ თქვენია?

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს