თამო კეშელავა: კანდელაკის და ზვიადაურის საქმეზე სტყუის პროკურატურა და ყველა სხვა დაკავებულთან – არა? აქამდე, აკი არ არსებობდა უდანაშაულობის პრეზუმცია? უი, გაგახსენდათ?

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კანდელაკის და ზვიადაურის საქმეზე სტყუის პროკურატურა და ყველა სხვა დაკავებულთან – არა?
ეგ როგორ?
ჯინი აქვს ზვიადაურის და კანდელაკის? გადაეკიდა?
ანუ, პროკურატურა პოლიტიზირებულია?
პროკურატურა პოლიტიზირებულია კანდელაკთან და ზვიადაურთან და აქციაზე დაკავებულებთან, არა?
ეგ როგორ?
შეცდაო?
რას ნიშნავს ჯერ ერთიც შეცდა? ჩლუნგია?
და თუ ჩლუნგია, ზვიადაურის და კანდელაკის საქმეზე არიან ჩლუნგები და სხვა საქმეებზე, არა?
აქამდე, აკი ბრმად ენდობოდით?
აქამდე, აკი არ არსებობდა უდანაშაულობის პრეზუმცია?
უი, გაგახსენდათ?
არსებობს?
უი, პროკურატურა ახლა, თქვენ რომ შეგეხოთ ჩლუნგიცაა, შემცდარიც და ცრუც?
ხოო…
უდანაშაულობის პრეზუმცია მხოლოდ საკუთარ ოჯახზე რომ ახსენდებათ, ზუსტად ამიტომ გადაუვლიან! ამიტომ გაიმეტებენ!
სისტემას სხვების შვილების დაჩაგვრის, უსამართლოდ გაწირვის უფლება რომ მისცეს და თუ დუმილით, თუ სიტყვით თანამონაწილედაც რომ შეეხიდნენ, იმედით, კიდევ მეტ ფულს ვითო, აი, მაგას იმკით.
ყველასაც მოგაკითხავენ, ვისაც გიშოვიათ, ჯერ სად ხართ, ურჩხულს რომელი ხელითაც ეფერებოდით, როცა ჩვენს შვილებს სცემდა, პირველად სწორედ იმ ხელს დაგწვავთ.
მე არ მომიგონია, ისტორიულად ასეა, ჟანრის კანონია ასე, ნებით დამონებულის ხვედრი ეგეთია, მონა რასაც ინახავს, ბატონისაა.
ყოველ დღე კი არა, თვეში ერთხელ რომ გეკითხათ თავისთვის, “აბა, მე დღეს ვის რა ვარგეო”, აქამდე არ მივიდოდით!
ერთხელ მაინც რომ მონურად არ დამორჩილებოდით პროკურატურას, აქამდე არ მივიდოდით.
ერთხელ წელიწადში, ხალხს რომ დადგომოდით გვერდით, აქამდე არ მივიდოდით
იძახეთ ახლა, აბა, სად გავიღვიძეთ რუსეთშიო, რუსეთში რომ ვართ, იმიტომ ხართ ამ დღეში, გუშინ რომ უდანაშაულობის პრეზუმცია არ არსებობდა და დღეს – აღარ, გუშინ რომ პროკურატურა უპირობოდ მართალი იყო და დღეს – აღარ, ეგაა დიახაც.
იარეთ ახლა “ვეზირების” კარზე, უკოცნეთ შიშველი წვივები და აგროვეთ ხარკი!