ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კალაძემ, ქალაქში კონცერტს ვაუქმებ, იმიტომ რომ დაგვაბულინგებენ და…
და, კი ვერ გავიგე, მრცხვენიაო, თუ მეშინიაო?
რავი, მის ბანერზე წარწერის გამო რომ ქალები დააჯარიმეს ან ციხეში ჩაყარეს, მაგის არ რცხვენია…
13 წელია რომ მისმა ბიძინამ ქურდები დაასვა ხალხს და აპარინა გაჭირვებულების ფული, მაგისიც არ რცხვენია…
კონცერტის შერცხვა, თურმე.
კი არ შერცხვა, – შეეშინდა.
გაბანძების.
ხალხის არმისვლის.
შარშან რომ წამით შეურბინა დასაქმებულმა აქტორმა და აორთქლა, – იმის.
შარშან რომ იძულებული გახდა მაღალჩინოსნები მიერეკა, იმდენად უხალხობა იყო, – მაგის.
ხო, კახუჩ, ხო, ეს ჩვენ დავდიოდით საშობაო სოფლებში, ქუჩებში, ჩვენ ვმღეროდით და ვცეკვავდით, ჩვენ გვეცვა ფერადად, ჩვენ ვისროდით ფოიერვერკებს, გართობაც რომ ვიცით და პროტესტიც, ჩვენ ვართ, კახუჩ, შენიანები ადრეც საცივთან და გოზინაყთან სელფებს დებდნენ და ახლაც…
ეს ჩვენ ვისროდით ფოიერვერკებს, ხო, კახუჩ! – სანამ აკრძალავდი.
და ის ლაზერებიც ჩვენი იყო, გარყვნილი პროევროპელების.
კუჭი მომიკითხე კახუჩ, თუ ხინკლის, თუ ქოცის…
მრავალს, ხალხო!
მომავალი წელი ყოფილის სიმართლის, სამართლის!
და ხო, კახა, ქუჩის კონცერტის ფული დადე უკან, ტელეარხზე გასული ფონოგრამა ის თანხა არ ჯდება, რაც ბიუჯეტიდან აიღეთ! მართალია, კი იძახი, ეს კონცერტი ხალხის საჩუქარიაო, მაგრამ ბიუჯეტიდანაა დაფინანსებული და ჩემი ფულით ნაყიდი შენი ნაჩუქარი რატოა, ნეტავ?
განსხვავება დადე უკან!




