თამო კეშელავა: იცოდნენ, რომ ორივე უნდა დაეჭირათ და ჯერ შვილი დაიჭირეს, აყურებინეს, მისი შვილის დაჭერა და მერე მიაკითხეს. ერთ თვეში, მეორედ დაუჭირეს თან შვილი

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
კახა და კოკო მიქაიების მარტო მე მშურს?
ციხეში სხედან, კი, 14 დღე მიუსაჯეს ორთავეს.
არსებობს რამე იმაზე მაგარი იმედი, შვილმა რომ იცის, მამასთან ერთადაა სიმართლისთვის ბრძოლაში?
არსებობს რამე იმაზე საამაყო, რომ იცი, შენი შვილი სიმართლის მხარესაა, მიუხედავად ტერორისა?
მამების და შვილების თაობის ერთიანობაზე მაგარი და ძლიერი, არც ვიცი რა არსებობს.
ჯერ კოკო დაიჭირეს გუშინ და მერე – კახა.
იცოდნენ, რომ ორივე უნდა დაეჭირათ და ჯერ შვილი დაიჭირეს, აყურებინეს, მისი შვილის დაჭერა და მერე მიაკითხეს. ერთ თვეში, მეორედ დაუჭირეს თან შვილი.
ოღონდ, ჯერ ვიღაც, გაურკვეველი ტიპები დახვდნენ, ჯინსებით, შავი მაისურებით და ლამის ნახევარი საათი ალოდინეს, მოვა პატრული და დაგიჭერსო.
ეგონათ, გატყდებოდა, ალბათ.
ყველაზე მაგარი კადრია, პატრულის მანქანა რომ მოდის და ისე სწრაფად დაიძრა კახა, რომ ჩამჯდარიყო და გაყოლოდა, კინაღამ ტელეფონის დატოვება დაავიწყდა და მოტრიალდა…
არ არსებობს ჯარიმა, სასჯელი და ციხე ამის საპირწონე, უბრალოდ არ არსებობს, რომ არსებობდეს, ვინმე გამოიყენებდა აქამდე, პირველი დიქტატორია ხომ არაა ბიძინა?
ღარიბაშვილის სახლი რომ გაჩხრიკეს, სიმამარმა, არაფერი ამეკიდოს, ემანდო და დღეს ვქეიფობდიო, სტუმრები მყავდაო და რავიცი, არც კი მისაუბრიაო.
შვილის სახლი გაუჩხრიკეს, შვილიშვილების ლეპტოპები დაუყადაღეს და ვქეიფობდიო. ვის სჯერა, რომ არ იცოდა, რა ბოდვაა… ან როცა გაიგო, ჟურნალისტებს კომენტარი მიუგდო და სახლში დაბრუნდა, შვილთან არ გაიქცა? – ხოო…
ან უმცროსი და უფროსი ები არც ციხეში სხედან დღეს, არც გაუჩხრიკავთ, არც ფული აკლიათ, მაგრამ პატიოსან ადამიანს მაინც მიქაიების მამა–შვილობის შეშურდება, ასე მგონია.