თამო კეშელავა: –თავს ვიცავ! – ამ ფრაზისთვის დაიჭირეს… უნდათ დაავიწყდეს, რომ თავის დაცვის უფლება გვაქვს ადამიანებს

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ნინო დათაშვილს სასამართლოს დერეფანში, თავისუფალ სკამზე სურდა დაჯდომა. პროცესზე არ შეუშვეს და დერეფანში სკამები რომ დგას იმისთვის, რომ ჩამოჯდე, იმ სკამიდან ააგდეს,
–აქ მინდა ჯდომაო, – ეს რომ უთხრა, პირველად მაშინ გაცეცხლდნენ მანდატურები, რადგან, მე მინდა – იმ შენობაში ვერც კი წარმოუდგენიათ ვინმემ თქვას, რეჟიმის გარდა.
არაფრის უფლება გაქვს – ეს უნდათ გაჩვენონ.
ეცნენ და სცადეს გათრევა, ეწინააღმდეგება და მანდატურები, მაღალი, ბრგე კაცები რომ ეჯაჯგურებიან და ათრევენ, თან დაყვირიან: – რას შვრები, რააას…
და უცებ ის უპასუხა, რაც კარგა ხანია აღარ გამიგონია, რასაც ჩურჩულით ამბობს ზოგი მხოლოდ, უმრავლესობას რაც ვერც კი წარმოუდგენია:
–თავს ვიცავ!
–რა თავს იცავ? – ერთხმად დაყვირეს მანდატურებმა.
იქ მყოფი ადამიანებიდან ზოგი სთხოვდა მანდატურებს, გაუშვით ხელი და ჩვენ თავად გავიყვანთო და იმასაც გაუწყრა, რას ქვია გამიყვანთ, მე აქ ყოფნის და აქ ჯდომის უფლება მაქვსო…
იქ ის არ ებრძოდე კონკრეტულად იმ სამ მანდატურს, ის იბრძოდა თავისი კანონიერი უფლებებისთვის, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისთვის და ყველას გვაქვს თავის დაცვის უფლება, ხალხო.
–თავს ვიცავ! – ამ ფრაზისთვის დაიჭირეს.
–თავს ვიცავ! – არ დაავიწყდა.
–თავს ვიცავ! – უნდათ შეაცვლევინონ.
უნდათ დაავიწყდეს, რომ თავის დაცვის უფლება გვაქვს ადამიანებს.
რათა არ გადაედოს ვინმეს მისგან თავის დაცვის სურვილი…
მერე იმისგან სხვას და ეპიდემიასავით არ გავრცელეს ადამიანებში იმის ცოდნა, რომ მათ თავის დაცვის უფლება აქვთ.,
ალბათ, საათობით ცდილობდნენ მისთვის დაეჯერებიათ, რომ თავის დასაცავი არაფერი სჭირს, და რომ არ შეიძლება ფორმიანებისგან თავი დაიცვა, მერე რა, თუ ფორმიანები კანონს არღვევენ, თავს თუ გესხმიან, მერე რა….
ნინოს თავს დაესხნენ და ჰქონდა თავის დაცვის უფლება.
მე მაქვს თავის დაცვის უფლება!
შენ გაქვს თავის დაცვის უფლება!
ზოგჯერ და განსაკუთრებით დღეს, თავის დაცვა უფლება კი აღარაა და ვალდებულებაა.
მზიას ჰქონდა თავის დაცვის ვალდებულება.
ამ უფლებამ და ვალდებულებამ მოგვიყვანა დღემდე, ამ უფლებამ და ვალდებულებამ გადაგვარჩინა.
როგორ გგონია, რატომ აქვს ქართლის დედას ხმალი ცალ ხელში? უქარქაშოდ, ხმალი რატომ აქვს მოშიშვლებული? – იმიტომ ხომ არა, თავის და საკუთარი ქვეყნის დაცვის უფლება და ვალდებულება შეგახსენოს?