თამო კეშელავა: ზოგმა ოპო მედიამ ნინო დათაშვილს დაკავება მხოლოდ –ს განცხადებით გააშუქა, არც კი ახსენა ნიუსში, რომ ნინო ცემეს მანდატურებმა

“ზოგმა ოპო მედიამ ნინო დათაშვილს დაკავება მხოლოდ –ს განცხადებით გააშუქა, არც კი ახსენა ნიუსში, რომ ნინო ცემეს მანდატურებმა და ედავებიან, როგორ გაბედა თავის დაცვა, ხელის შებრუნება.
სასამართლოს შენობაში ცემეს.
ხოდა, ჩაამატეთ ახლა, მიბრუნდით, არ გამოვა ამ ხალხის დაკავების და გაჩუმების სანაცვლოდ არაფერი, მათ შორის არც ის დაწყევლილი ე.წ. ,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
ცნობისათვის, აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ -მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ შსს-მს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით არის დაწყებული, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ ქმედების ჩადენა არაერთგზის, ჯგუფურად, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით – დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)