თამო კეშელავა: ვისი ფულის მოპარვა დაამტკიცა იცით, დღეს ოცნებამ?

“ვისი ფულის მოპარვა დაამტკიცა იცით, დღეს ოცნებამ?
მარკეტებში რომ შედიხართ და ბავშვები, ახალგაზრდები რომ მუშაობენ, ზოგი უძინარი, ზოგი დაღლილი სახით, რომ იცი რა რეჟიმით მუშაობს და რა აქვს ხელფასი, იმ სტუდენტების.
ლექტორები რომ გამოდიან და ყვებიან, ჩემი სტუდენტების უმრავლესობა მუშაობს და ამის გამო ხშირად უწევს ლექსიის გაცდენაო და მაინც რომ აბარებენ გამოცდებს, იმათი ფული მოიპარა.
არაერთ სტუდენტს გადასახადის გადაუხდელობის გამო შეუწყდა სტატუსი და არ უშვებდნენ ლექციებზე და გამოცდებზე, 1 წელი რომ იმუშავა და გადაიხადა და მაინც გააგრძელა სწავლა – იმ სტუდენტების ფული მოიპარა.
დედები, მამები ოჯახებს რომ ტოვებენ, რათა შვილებს ასწავლონ და სხვა ქვეყნებში მიდიან, წყდებიან შვილებს, ტირიან ვიდეოქოლისას, ვერ ახერხებენ წლობით შვილების ჩახუტებას – იმათი ფული მოიპარა ოცნებამ.
ხო, როცა უნივერსიტეტიდან გამოიყვანა სპეცრაზმი სტუდენტების დასარბევად – ესე იგი, მისია უნივერსიტეტი, როგორაა მისი, თუ ჩვენ ვუხდით ფულს? ჯაბა სამუშიას და სხვა რექტორებს, ხომ მე ვუხდი ფულს? თუ სწავლის გადასახადიდან და თუ ჩვენი ბიუჯეტიდან?
ოცნება დამატებით ფულს ლექტორებს არ უხდის თავისი ჯიბიდან.
ოცნებამ აიღო ეს ჩვენი გადახდილი ფული და ჯაბა სამუშიას და კოლექტიურ სამუშიებს უთხრა, რომ ამას ვერ მიიღებს, თუ არ დაემორჩილება.
და არამხოლოდ ამას ვერ მიიღებს, სხვა უნივერსიტეტშიც იგივე ბედი ელის.
ჩვენი გადახდილი ფულით ქრთამავს რექტორებს და ლექტორებს.
იმითი, რასაც ჩვენ ვიხდით.
და კი, ვისაც ამ ფულად არ უღირს სიცოცხლე, მას წასვლა მოუწია.
კი, დაშინებაცაა და ალბათ, შანტაჟიც, ამ ფულის მოპარვასთან ერთად.
კი, შეურაცხყოფა ბევრად დიდია, ვიდრე ამ ფულის ქურდობა.
მაგრამ ქურდობაცაა და ქურდობაც.
როცა ვიცი, ვხედავ, მესმის რა გაჭირვებით, რა სიმწრით, რა ტანჯვით აგროვებენ ახალგაზრდები და მათი მშობლები ამ სწავლის ფულს, ამ ფულის მოპარვაც ისეთივე შეურაცხმყოფელია, როგორც სულში ჩაფურთხება,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.