თამო კეშელავა: ვინ რა უნდა გითხრას, კულტურის მინისტრი ხარ და შენ უკეთ გეცოდინება

“წულუკიანმა მოხსნა უზრდელობის და უმეცრების რეკორდი.
ადამიანი – ანუ, კაციო, წერს და რუსთაველზე კი დაიფიცებს მერე, მაგრამ იქნებ, ანუ–ს მნიშვნელობა არ იცის?
სასვენ ნიშნებს არ ცნობს, ან ცნობს და უადგილოდ, ან ცნობს და პატივს არ სცემს ენას ქართულს.
სა–ასეთი სიტყვა არ არსებობს ქართულში, მაგრამ მურღულია მარტო მე შემისწორებს.
სუ – საფრანგეთში ადრე ხურდა ფულს ერქვა, მაგრამ არ მგონია ამას გულისხმობდეს.
ლუზერი – ბარბარიზმია და ქართულ ენას მცირედ პატივს რომ სცემდეს, ეცოდინებოდა, რომ უხეირო, ხელმოცარული შეეძლო დაეწერა.
ადამიანის გარეგნობაზე ქილიკი რომ არ შეიძლება, ეს არ იცის.
ადამიანის სახელზე ქილიკი რომ არ შეიძლება, არც ეს იცის.
იქნებ, არც სიტყვა ქილიკი იცის და ღადაობას ვგულისხმობ, თეა, შენ ენაზე რომ გითხრა.
ცუდი ტონი კი არ არის მხოლოდ, არც მხოლოდ ამორალურია, ბულინგია ეგ და დასჯადია.
სუ და სა, თეა.
სუ და სა.
ან ადმინი არა გყავს, ან ვინმე ახლობელი, ვინც ქართული იცის და თან შენზე გული შესტკივა?
არავინ გყავს, ვინც გეტყვის, რომ არ შეიძლება ადამიანები გარეგნობით შეაფასო და სახელების დამახინჯებით სცადო მათი დამცირება?
მეორე მხრივ, ვინ რა უნდა გითხრას, კულტურის მინისტრი ხარ და შენ უკეთ გეცოდინება.
სუ და სა, თეა, სუ და სა, ამ პაწუა და მეტად ღვარძლიანი წერილიდან, ღვარძლზე მეტად ამან რომ გამაოგნა, ეგაც არ მეტყველებს კარგზე, გამოდის, შენგან დამცირება, ქილიკი, ღვარძლი – არ მიკვირს.
არ გეგონოს, “სუ” მინისტრად იყო და იფიქრე, “სა” იქნები მინისტრობის მერე, იფიქრე, თეა, თავად იფიქრე, თორემ, როგორც ვხედავ, გულშემატკივარი არ შეგრჩა…
პ.ს.
კომენტარებში იგივე არ გავაკეთოთ, თხოვნა მექნება, რასაც ვედავებით,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.