თამო კეშელავა: ეს ამბავი გაშუქდა, ოღონდ, ჩემი კოლეგების უმრავლესობას მაშინ ხმა არ გაუღია, რადგან ისინი ჯერ კიდევ იმ ხიბლში იყვნენ, რომ აი, ციხეებში ადრე ძაან კლავდნენ და ახლა ისე რა კლავენ

პატიმარი, რომელიც ციხიდან გაიყვანეს ტრამვებით კლინიკაში, მოკვდა და პენიტენციური ამბობს, ადამიანური უბედურებით პოლიტიკას ქმნიანო.
ანუ, ჯერ ერთი ადამიანური უბედურება რატომაა, ხიდან საზამთრო დაეცა თავზე? ნაცემი იყო, ტრამვები ქონდა, დანაშაულია ეგა, და არა უბედური შემთხვევა. ადამიანური უბედურება გამოიწვიეთ თქვენ, პენიტენციურმა, დანაშაულით, თუ გულგრილობით, თუ წამებით, არ ვიცი, რომელიღაც რომ ჩაიდინეთ, ფაქტია.
თუ არ ვიტყვით – ისევ ჩაიდენთ.
როგორ ბედავთ, იმის თქმას, რომ ამაზე უნდა გავჩუმდეთ? მართლა სად დაიზარდეთ ასეთი უგვანოები.
როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ ციხეში, ცემით ადამიანის მოკვლა უბედური შემთხვევაა?
კი, ეს პოლიტიკაა, თქვენ წლებია იმას იძახით, რომ ადრე უფრო ცუდი ხდებოდა ციხეებში და ახლა ჩვენ გვაცადეთ, ჩვენც ცოტა–ცოტა დავაშაოთო, თორემ, მართლა ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ კარგადაა ციხეებში საქმე?
წლების წინ, პენიტენციურმა მომატყუა პატიმრის სიკვდილის დრო, მომატყუა და მითხრა, რომ სასწრაფოს დააგვიანდა 30 წუთზე მეტი და რომ მერე გადარჩენა სცადეს და ვერ გადაარჩინეს.
მაშინ მე გამოვითხოვე სასწრაფოდან ინფო და აღმოჩნდა, რომ სასწრაფოს გამოძახების და მისვლის დრო მომატყუა პენიტენციურმა, ანუ, დაგვიანებით გამოიძახა და სასწრაფო რომ მივიდა, უკვე მკვდარი დახვდა,
ეს ამბავი გაშუქდა, ოღონდ, ჩემი კოლეგების უმრავლესობას მაშინ ხმა არ გაუღია, რადგან ისინი ჯერ კიდევ იმ ხიბლში იყვნენ, რომ აი, ციხეებში ადრე ძაან კლავდნენ და ახლა ისე რა კლავენ.
და სულ მესმოდა, რომ აი, იმას კი ჯობია.
ხოდა, ესეც ახლა ის მკვლელობაა, უკეთესი, ქოცებო.
პენიტენციური ბედავს და ამბობს, რომ ჩხუბის, ცემის ფაქტი არ დასტურდებაო.
ეს პირი, იყო მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ადამიანს ამდენი ტრამვა ჰქონდა, დალეწილი იყო და ციხიდან არა, პატიმრებიდან გაიგო ოჯახმა.
როგორც კი მდგომარეობა დამძიმდა – გადავიყვანეთო – რამ დაამძიმა მდგომარეობა, ახლაც არ ამბობს.
ნაცემია და ნაცემი არააო, ამბობს.
ერთადერთი რაც ადარდებს პენიტენციურს, რომელსაც ახლა გაახსენდა, რომ დალეწილ კაცს ოჯახი ჰყავს, ისაა, რომ გავჩუმდეთ, არ ვთქვათ, ხმა არ გავიღოთ და გააგრძელოს ისევ, ნელა–ნელა, ცოტა–ცოტა მოკვლა.
კი, კვებაზეც კოშმარი ხდება ციხეებში.
დიახ, მედიკამენტებზეც. ამაზე ქოცი ადვოკატებიც კი წერდნენ და წერენ.
სასმელი წყალი ზოგან სრულად უვარგისია.
სამედიცინო მომსახურება რომ უვარგისია, აგერ, პენიტენციურის განცხადებიდანაც ჩანს. ტრამვებიანი ადამიანი ისე გაწერა კლინიკაში, ტრამვებიც არ აღუწერია, განა სამედიცინო ენით, აი, დალურჯება, რაც ჩანდა, ან დასიება ისიც არაა მათ დოკუმენტში.
გამომდინარე იქედან, რომ ამ დანაშაულში არაერთი ადამიანია ჩართული – იქნება ეს ბადრაგი, სამედიცინო სამსახური, თუ პენიტენციური სამინისტრო, თავის პიარით და მინისტრით, თუ ის სამსახური, რომელიც ვითომ იძიებდა და უი, ვერაფერი იპოვა, რომ დიახ, ეს სისტემური, ეს სისტემის ჩადენილი დანაშაულია და არა ერთი კონკრეტული პირის.
დაზიანებები, ამ დაზიანებების დამალვის მცდელობა, გამოუძიებლობა, ოჯახისთვის მყისიერად არშეტყობინება, დღესაც, სხვისთვის გადაბრალების მცდელობა და დღესაც, დანაშაულის არაღიარების, შესაბამისად, არგამოძიების დაანონსება – არის სისტემის ჩადენილი დანაშაული და რაკი სისტემის ჩადენილია, კი, პოლიტიკაა ეს, აბა, რა ჯანდაბაა, ქოცო მინისტრო?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.