თამო კეშელავა: ემიგრანტების სიმწრით გაზრდილ შვილებს ცემს შუა ქუჩაში დაუნდობლად. ემიგრანტების სიმწრით გაზრდილ შვილებს რუსთაველზე დგომის გამო ყრის ციხეებში, აჯარიმებს, დასდევს, შეურაცხჰყოფს…

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვაო, გვიკვირს.
ემიგრანტების სიმწრით გაზრდილ შვილებს ცემს შუა ქუჩაში დაუნდობლად.
ემიგრანტების სიმწრით გაზრდილ შვილებს რუსთაველზე დგომის გამო ყრის ციხეებში, აჯარიმებს, დასდევს, შეურაცხჰყოფს…
შვილები რომ ვერ არჩინეს ამ ქვეყანაში და წავიდნენ, ოჯახებს რომ მოსწყდნენ შვილების და ოჯახების სარჩენად, იმ ადამიანების შვილებს ცემს და უსამართლოდ იჭერს.
აგენტებად გამოაცხადა რახანია ემიგრანტები.
იმ ქვეყნებს, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ, ქვეყნის მტრად აცხადებს და ხმის უფლება და ბანი კიდე, რაში სჭირდება, რატომ ვერ მიაუქმებს?
რაში სჭირდება?
გავიდა კონსტიტუციიდან, ამ ქვეყნის კონსტიტუცია გადაიხია და გერმანიას ეძახის აკაცუკს, რისი შერცხვება ამის მერე? რისი მოერიდება და რას არ იკადრებს?
ან რომ არ წაართვას რა, არ გააყალბებს?
წართმევა აქტია მხოლოდ, როგორც უდიპლომო ყაველაშვილის დასმა იყო აქტი.
აქტია, რომ ქვეყანა მიყავთ გაცხადებულად სკენ!
აქტია, რომ აღარაფერს ტოვებს დემოკრატიიდან, ქვას არ ტოვებს დემოკრატიიდან.
აქტია, რომ ისინი, ემიგრანტები მხოლოდ აგენტები კი არა, ქვეყნის მტრებია მისთვის.
ტყუილად კი არ გვეძახის შინ თუ გაერეთ უსამშობლოს, ხალხო, მართლა ეგ უნდა, უსამშობლოდ ჩვენი დატოვება!
ამიტომ არ შეიძლებოდა ამათთან არჩევნებში შესვლა!