ჟურნალისტი თამო კეშელავა:
დღეს ხოფერიას სიტყვებს ახსენებენ ღარიბაშვილს და მე სხვა ხოფერიას გავახსენებდი, ჯამბულათ ხოფერიას მამის, არჩილ ხოფერიას სიტყვებს:
“მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე … არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში არ დამელოდა ..და იმ კიევში შევიდა რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა..იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი .. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა”
ღარიბაშვილმა მაშინ ამოიმძორა გულ-მუცელი კიდევ ერთხელ და თქვა: “ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში”.
ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.
რომ ეთაყვანებოდნენ და დღეს რომ მისი სახლის აოხრებაზე გაიგეს და ტაშ-ფანდურში არიან მთელი დღე ურცხვად, ან ღადაობის განწყობაზე, იმ ხალხის მტრობაც მკიდია და მეგობრობაც, არ იციან არც ერთი და იმიტომ.
მე ის მაინტერესებს, ქვეყნის დაუძინებელი მტრის მიერ მოკლული ბიჭის შეურაცხყოფა როგორ გაბედა! და განა ეს ერთი?
საერთოდ არ მაინტერესებს ეს ქუჩური გარჩევები, აბა, პროკურატურას მუხლიც არ უთქვამს აქამდე, ყოფილ პრემიერზეა საუბარი და მეტი რა არის ერთი “ბეზპრიძელი”?
ღარიბაშვილმა თავისი დანაშაულებებისთვის უნდა ზღოს, ისე კი არა, დალურჯებული რომ დადიოდა, ვარჯიშზე წავიქეციო, არც ისე, დღეს რაც გაუკეთეს, კანონიერად, სამართლიანად და მერე დაიკვეხნის დღევანდელ წუხილს.