თამო კეშელავა: დღეს, დაკავებების შემდეგ, მე ირაკლი კაკაბაძის იმ მეგობრებს ვეძებ, მასთან ახლობლობით თავს რომ იწონებდნენ … უპს, არ არიან, აღარ არიან, ზოგს, თითქოს არ სცალია…

“დღეს, დაკავებების შემდეგ, მე ირაკლი კაკაბაძის იმ მეგობრებს ვეძებ, მასთან ახლობლობით თავს რომ იწონებდნენ, რომ აზიარებდნენ, მის იმ პოსტებს, რომლებიც მათთვის იყო მისაღები, მასთან გადაღებულ ფოტოებს რომ აქვეყნებდნენ აქ, სოციალურ ქსელში და უპს, არ არიან, აღარ არიან, ზოგს, თითქოს არ სცალია, ზოგს, თითქოს, არ გაუგია, ზოგს, თითქოს არ ეხება…
–არ ვეთანხმები, მაგრამ, ნუ ცემთ, ნუ იჭერთ, დროზე გადაიყვანეთ კლინიკაშიო, – ეგაც არ თქვეს.
რა უნდა ეთქვათ, რაში არ ვეთანხმებითო? – ბიძინა არ არის პასუხისმგებელიო? აბა, ამ ფორმით შეიძლება გამოსახლება მოხდესო? აბა, შეიძლება სესხზე სამჯერ მეტი გადაიხადო და მაინც გამოგასახლონო? – ვერც ერთი თქვეს და გაჩუმდნენ.
იმას ხომ არ იტყოდნენ, მართალია, მაგრამ უნდა გაჩუმდეს და ბიძინას თხოვნაც ვერ უნდა შებედოს, არათუ ამ ტონით საუბარიო?
ხო, იმათმა, წლებია იმას რომ დაგვძახიან, რამე თუ არ მოგვეწონება, ჩვენი ხელით გავაგდებთ ბიძინას, იმიტომ რომ ჩვენი მოყვანილიაო და არაფერი რომ არ ხდება მაგათი მოუწონებელი 12 წელია, არასოდეს არაფერზე წარბი რომ არ უტოკდებათ.
კარვების ქალაქში, კარვებში თვეობით რომ ისხდნენ და ახლა მშვიდად რომ უყურებენ, როგორ ცემენ და იჭერენ ჩვენ შვილებს კარვის გაშლის მცდელობაზეც კი, იმათზე ვსაუბრობ, ხო.
სიჩუმიდან, ბრძანებამდე – ეცი, ერთი ნაბიჯია, შეიძლება, უკვე ნახევარიც!
რაც მეტჯერ გაჩუმდებით, მით მეტჯერ მოვა ბრძანება, ეცი და ხვალ შეიძლება, შვილზე, ძმაზე, დედაზე, მამაზე მოგთხოვონ გაწევა – და მაშინ, მხოლოდ 3 გზა გექნება, – 1. ეცე, 2. არ ეცე და შენ გეცენ, 3. გაიქცე.
რომელი მოგწონს?
სხვა გზა ვერ გექნება.
ეს სიჩუმე სხვა გზამდე ვერ მიგიყვანს და უკვე იცი, რომ თანაზიარი ხარ ყველაფერი იმის, რაც ხდება ქვეყანაში, ხან სიჩუმით ხარ თანაზიარი და ხან კბენით.
და იმასაც ხომ ეტყოდი უკვე თავს, ერთ ღამით მაინც ხომ გამოუტყდებოდი, რომ თურმე, ცარიელი სიტყვები იყო ყველა შენი პროტესტი, თურმე, მხოლოდ იმაშია საქმე, ვინ აშავებს, თუ ის აშავებს, ვინც გიხდის და ვისგანაც დავალებული ხარ – გაჩუმდები.
პირადად რომ შეეხებათ, მაშინ იღებენ ხმასო, ამბობენ და არც ეგრეა საქმე, მეტი პირადად როგორ უნდა შეგეხოთ, თქვენ მეგობრადწოდებულს მხარზე ხელი ვერ დაადეთ და ერთი სიტყვაც ვერ ამოღერღეთ… ამაზე მეტი პირადული არის რამე?
ეცემით კიდეც, ცოტაც და ეცემით… უკბენთ კიდეც, რადგან, თქვენ უკვე გაჩუმდით…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.