თამო კეშელავა: დომინოს პირველი ქვა წაქცეულია უკვე, მხოლოდ ბოლო ქვის დავარდნის ტრაექტორიაა დასადგენი. ბერსე ჩემთვის ამის ნაწილია მხოლოდ

აი, მე, ერთ მოქალაქეს, დღეს ბერსე საერთოდ არ მაწუხებს, იმიტომ რომ ოპოზიციის პასუხია ისეთი, როგორიც ჩემი იქნებოდა, იმიტომ რომ ოპოზიციიდან დღეს, ამ წამს, უკვე აღარ მგონია რომელიმემ ფეხი შედგას იმ პარლამენტში.
და კიდევ, მ როგორ შეცვალა ევროპული დიპლომატიის ენა. უკრაინამ რა, ზელენსკიმ.
დავინახეთ, რომ უნდა მოითხოვო, უნდა თქვა სიმართლე. ეს არავის სწყინს, პირიქით, უმეტესად შედეგიანია.
როცა სალომე გამოდიოდა 2 დღის წინ ევროპარლამენტში და იყო ხისტი და აკრიტიკებდა, ზელენსკი მახსენდებოდა, თავისი პირველი კრიტიკული განცხადებებით და მერე აჭყლოპინებული ქოცები, რომლებსაც ეგონათ, ამ კრიტიკის გამო, ზელენსკის დასჯიდნენ და დაუპირისპირდებოდნენ.
ესაა ღირსება, რეალურად, ქოცებო.
თორემ, ორ ფეხზე @@@–ც დგას ხოლმე.
და ისე, ღირსებას რომ ორ ფეხს უტოლებთ, ნეტა იცით, რამდენ ვეტერან ჯარისკაცს აქვს ფეხი დაკარგული სამშობლოს დასაცავად?
ყველაფერი მიდის ჩემთვის გეგმაზომიერად.
პროტესტი ფართოვდება.
სანქციები ფართოვდება.
ბიძინას წრე ვიწროვდება.
ხოდა, ბებერ, საბუთებში და დოკუმენტებში ჩაკარგულ ევროპას, ახლა ერთი მცდელობა რომ ექნებოდა დასაგინებლად, ხომ ვიცოდით?
ხომ ვიცით, რომ ეს ვერაფერს შეცვლის.
მართლა გგონიათ ვინმეს, რომ დიდ ბრიტანეთს ესტონეთმა აიძულა რამე, ან პირიქით?
დომინოს პირველი ქვა წაქცეულია უკვე, მხოლოდ ბოლო ქვის დავარდნის ტრაექტორიაა დასადგენი.
ბერსე ჩემთვის ამის ნაწილია მხოლოდ.
და დღევანდელობას არც ერთი პარალელი არ აქვს შარლ მიშელის დოკუმენტთან, ან სიტუაციურად, არც შინაარსობრივად, არც განცხადებების დონეზე, მინიმალური მსგავსებაც კი არაა.
ასე რომ:
მადლობა და ბოდიში, ბერსე
ანუ, ჰაი და ბაი.
შენც გექნება როლი კონსტიტუციის ადგილზე დაბრუნებაში, მაგრამ შენი როლი იქნება დაუფასებელი.
იქნებ, სამართლიანადაც,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.