თამო კეშელავა: და მაინც, თავი მეზიზღება, ღმერთის მოშველიება რომ მიწევს, იმის სათქმელად, რომ ადამიანმა ადამიანი არ უნდა მოკლას მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰგავს…

“ღმერთის შექმნილ არსებას, რომ ღმერთის შვილს აღარ ეძახიან და მაინც მე ვარ უღმერთო, ეგ ერთი.
მეორე და თუ მართალი ხარ, იმ ერთის გამო, ღმერთმა მთელი ფარა მიატოვა, საკუთარი მრევლი მიატოვა იმ ერთის გამო და წავიდა იმ ერთთან და იმ ერთთან დადგა…
და შენ მხოლოდ გკითხა, ერთხელ გკითხა მხოლოდ, ფარაში იქნები, თუ მასთან, ღმერთთან, ფარაში იქნები, თუ მასთან და ადამიანთან.
და სადღაც, ღმერთის მიღმა დაძრწოდა ეშმაკი, ხან ფარას შეერეოდა, ხან ადამიანად გადაცმული ესხმოდა თავს ღმერთს, რომელიც იმ ერთთან იდგა და კლავდა მას, ღმერთმა რომ თქვა, სახედ ჩემად გავაჩინეო.
და მერე, ისევ ფარას შერეული დასჭექდა, რომ მეტის ღირსი იყო ის ერთი, უნდა მოეკლათ…
და ისინი, ვინც მე უღმერთოს მეძახიან, არ იტყვიან, რომ ღმერთის სახედ გაჩენილი მოკლეს, რომ ღმერთი იმ ერთის გამო მიატოვებდა ყველას, რადგან, ეს რომ თქვან, მერე იმის აღიარებაც მოუწევთ, რომ თავად ღმერთის საპირისპირო მხარეს დგანან.
და ისე ცდილობენ ყველა დაიმსგავსონ, ყველა ერთნაირი იყოს, თითქოს ღმერთმა, რომელიც ყველასია, უთხრა, შენ სახედ შევქმენი მეორე ადამიანიო…
თავი მეზიზღება ახლა, ბიბლიის არგუმენტებით რომ ვსაუბრობ, მათთვის, ეშმაკს აყოლილი ფარის გასაგონად.
თავიდან კი, იმ ღმერთსაც ეშლებოდა თავიდან, მერე მიხვდა, რომ ყველასი იყო და თქვა, რომ აღარასოდეს ჩაიდენდა იგივეს და ნიშნად ამისა, ტოვებდა ფარას მისას, იმ ერთთან დასადგომად.
და მგონია, ჩვენგან, ადამიანებისგან ისწავლა ეს ღმერთმა მაშინ.
და მაინც, თავი მეზიზღება, ღმერთის მოშველიება რომ მიწევს, იმის სათქმელად, რომ ადამიანმა ადამიანი არ უნდა მოკლას მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ ჰგავს…”, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი.

ასევე დაგაინტერესებთ