თამო კეშელავა: დავით მაღრაძე აღარასოდეს უნდა გაეკაროს ფსიქიატრიას… ამბობს, რომ შამანაური ღირსი იყო, რადგან თურმე, ჩაუმსხვრევია შუშები… პაციენტების პირადი საქმეები გამოაქვს საჯაროდ, ოღონდ, სრულად არა, რაც მას სურს ის

ჟურნალისტი თამო კეშელავა:
დავით მაღრაძე უნდა გადადგეს და აღარასოდეს უნდა გაეკაროს ფსიქიატრიას.
რაც დათაშვილზე და შამანაურზე თქვა, ასეთი ჩამპალი აზროვნების არასოდეს არაფერი მინახავს და მომისმენია ჩემი ცხოვრების 44 წლის განმავლობაში.
ამბობს, რომ შამანაური ღირსი იყო, რადგან თურმე, ჩაუმსხვრევია შუშები.
შუშის ჩამსხვრების ადეკვატურია ციხე? მზიას სილის არ იყოს?
შუშის ჩამსხვრევის ადეკვატურია წამება?
შუშის ჩამსხვრევის ადეკვატურია იძულებითი გამოკეტვა ფსიქიატრიულში?
და მთავარია, საიდან იცის რომ ჩაამსხვრია შუშა? გამომძიებლად მუშაობდა?
ვინ მისცა მაგის უფლება, რომ ფაქტად ასაღებს საბჭოთა მილიციელის ბრალს?
შამანაურზე ისტორიამ თქვა თავისი სიტყვა, ის არის რეპრესირებული, ნაწამები ქალი და თბილისში მისი სახელობის ქუჩაა და ეს ვინ აგდია? პროკურორია? მოსამართლე? და ისტორიაზე მეტად საბჭოთა მილიციის სჯერა 2025 წელს?
გამოიტანა გარდაცვლილი შამანაურის პირადი საქმის დეტალები, იცის, რომ ის ვერ უპასუხებს, მკვდარია, იცის, რომ პაციენტის პირადი საქმის გამოტანისთვის, რომელი პირადი საქმეც მისი დაწერილია, არავინ დასჯის ოცნებიდან.
ხელმეორედ დაუსვა მკვდარ ქალს დიაგნოზი და კიდევ ერთხელ დასდო ბრალი.
ოღონდ, ნახეთ, ეს ჩამპალი აზროვნების გარყვნილი კრიმინალი იმას კი ვერ ამბობს, რომ აი, მაგალითად, კლინიკა დამილეწა, რავი, აკი, ლეწავდაო, არა, არც იმას ამბობს, აგრესიული იყოო, რადგან, მისი ქცევის მოწმეები ჯერ ცოცხლები არიან და რაშიც მოწმე არ ჰყავს იმას ამბობს, ამბობს, რომ შამანაურმა მას უთხრა, რომ ლენინური სიწმინდე დაკარგა პარტიამ და იმისთვის ვიბრძვიო.
ხო, აბა, ასეთი გახრწნილი აზროვნების კაცს რას გეტყოდათ სხვას?
თქვენთვის წმინდა და უაპელაციო ხომ საბჭოთა მილიციის სიტყვა იყო?
კი, ასე ვეუბნებით ახლა ჩვენც ქოცებს, ბიძინას დაპირებები სადაა და 2012 წლის ნათქვამს რატომ გადაუხვიეთო.
ხო, დაახლოებით მსგავსი რამ უთქვამს მაშინ თქვენთვის და ეგაც ვერ გაგიგიათ.
ახლა ეს რომ თქვა, ასე ვირეშმაკულად, მოწმის გარეშე, მკვდარ ქალზე, რომელიც პასუხს ვერ გასცემს, ჰგონია, რაღაცა სასწაული თქვა.
ჰგონია ახლა, შამანაურს თუ დააბრალებს ლენინისტობას შევიძულებთ.
ხო, კომუნისტებს ეუბნებოდა, რომ იმასაც კი გადაუხვიეს, რაც მათივე დებულებებში ეწერა – აბა, ამაზე მეტი რომ ეთქვა, ალბათ, იმწამსვე დახვრეტდით.
დანარჩენი, ის, რისი მოწმეც შეიძლება არსებობდეს, რაც დოკუმენტებში შეიძლება იყოს შენახული – ვერ დააბრალა, ვერც აგრესიულობა, ვერაფერი სხვა.
მხოლოდ ბოდვა დააბრალა, კომუნისტებისთვის ლენინის წამოძახების გამო,
კიდევ თქვა, რომ თურმე საბჭოთა კავშირი კი იყენებდა ფსიქიატრიას პოლიტიკურ იარაღად, მაგრამ საქართველოში – არა.
ხო, აბა, რას იტყვის ახლა, მე ვასრულებდი პირადად მათ დაკვეთასო?
ანუ, ტიციანი, პაოლო, გალაქტიონი გიჟები იყვნენ? სულელები? ბოდავდნენ? – ხელმეორედ დახოცა დღეს ამ გახრწნილი აზროვნების კაცმა ჩვენი ბუმბერაზი წინაპრები და ამის ადგილი ფსიქიატრიაში რანაირადაა, ფსიქიატრებო?
ამის მკადრებლის ადგილი კლინიკაში კი არა, მორგშიც არაა, მკვდრებზეც იწევს!
დავით მაღრაძე ცილისწამებას, მისივე დაწერილი პირადი საქმის გასაჯაროებას რომ მორჩა, მკვდარი ქალის ლანძღვას რომ მორჩა, მერე ბოდვა დაიწყო, მართლა, არ ვხუმრობ, თქვა, რომ მოსამართლემ თუ იძულებითი ექსპერტიზა ან მკურნალობა ჩანიშნა დათაშვილთან, ეგ მართლა იძულებითი კი არააო, მოხვალ ფსიქიატრიულში, მეტყვი ნახვამდისო და მე გიპასუხებ, კარგად იყავით ქალბატონო და წახვალთო.
ანუ, მოსამართლემ რომ იძულებითი ექსპერტიზა დაამტკიცა, შტერია მოსამართლე და ეგა ნებაყოფლობითს ნიშნავსო.
თუ ნებაყოფლობითია, რა საჭიროა მოსვლა? პირდაპირ რომ გითხრას, ნახვამდის, ბატონო დავით და მაქედან რომ უპასუხოთ, კარგად იყავით ქალბატონო, არა?
უკვე არაა თანახმა და აგერ, იძულებით უნდა მიიყვანონ, თურმე, ექსპერტიზაზე და თქვენ უნდა ჩაგაბარონ და თქვენი პასუხის იმედად უნდა ვიყოთ მერე?
თქვენი, გარეწარი, გახრწნილი აზროვნების ადამიანის პასუხები უკვე მოვისმინეთ.
მოვისმინეთ, როგორ დასდეთ ბრალი, ყველა ქართველს, რომელსაც საბჭოთა კავშირი რამეს აბრალებდა, სულ მართალი ყოფილა მათი ბრალი, თურმე.
ფსიქიატრებო, თუ გაგაჩნიათ სინდისი, პატიოსნება, პროფესიონალიზმი – ეს კაცი გაიტანეთ პროფესიიდან!
კაცი, რომელიც კლინიკაში კი არა, მორგშიც არაა სანდო, სასაფლაოს დარაჯადაც არაა სანდო, არ იცი, ვის ამოთხრის, ისეთ მდგომარეობაშია. მკვდრებს და ცოცხლებს ყველას ერთნაირად დაერია.
გარდა იმისა, რომ ბოდავს და სრულიად ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს, გარდა იმისა, რომ პაციენტების პირადი საქმეები გამოაქვს საჯაროდ, ოღონდ, სრულად არა, რაც მას სურს ის, და არავინ ვიცით, რეალურად რა წერია დასკვნაში, რაზე დაყრნობით და ზოგადად არც ერთი დეტალი, მისი გახმოვანებულის გარდა, – არ ვიცით, ხო, ამ ყველაფრის გარდა, ამ ერის საუკეთესო შვილებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირი დასდევდა და ავიწროებდა, ბრალს დებს და საბჭოთა მილიციის მხარეს დგება 2025 წელს.
ამაზე გახრწნილი რა მოისმინეთ, ამაზე გახრწნილს რას შეეხო თქვენი ცნობიერი ბოლო პერიდოში?