თამო კეშელავა გია მურღულიას: და ვერ გიშველის ეს შენი ბუნდოვანი ტექსტები რაციონალურ საზოგადოებაზე და გონებაზე, პირიქით, უკან შემოგიბრუნდება, რადგან გონიერი ადამიანი დანაშაულს გამიზნულად სჩადის

“გია მურღულია რომ გამომჯდარა ვასიკო მაღლაფერიძის გვერდით მდუმარედ და ხმას არ იღებს, ემანდ ვერ დამინახავენო, ჩანხარ, გია და შენი დუმილი განსაკუთრებული დანაშაულია ერის, ქვეყნის წინაზე, ჯერ ერთი იმიტომ რომ ბორდის წევრი ხარ და არ უნდა იდო სკამზე და ხელფასზე, როცა ჟურნალისტებს ცემენ, ავიწროებენ, რეპრესიებს უწყობენ, როცა ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ შენი მეგობარი ვასიკო, პირადად აკონტროლებს დარბევის რომელი კადრი არ უნდა ნახოს ხალხმა, როცა საზმაუს დირექტორი, თინიკო, დარბევას ჭყლეტას უწოდებს ამორალურად.
და ვერ გიშველის ეს შენი ბუნდოვანი ტექსტები რაციონალურ საზოგადოებაზე და გონებაზე, პირიქით, უკან შემოგიბრუნდება, რადგან გონიერი ადამიანი დანაშაულს გამიზნულად სჩადის.
ხარება შენნაირების სიჩუმეზე დგას.
ხარება შენნაირების სიჩუმის გამო ბედავს ჩვენს გინებას და ცემას.
დარწმუნებული ვარ, თავი ხარებაზე მეტად გონიერი გგონია.
ხოდა, რამდენადაც ხარებაზე მეტი გგონია თავი, იმდენად დამნაშავე ხარ ქვეყნის, ერის, ჩვენი და ჩვენი შვილების წინაშე და განათლების სისტემას კი არა, ვერც ერთ სისტემას ვეღარ უნდა გაეკარო სიახლოვეს.
სკოლაში კი არა, საბავშვო ბაღშიც ვერ უნდა იმუშაოს.
მზექალა შანიძეს გაეცი, აბა, პასუხი, სტყუის?
მზექალა შანიძეს და ბევრ სხვა ადამიანს შენ არჩიე ვასიკო და ხარება და როგორც არ უნდა გაჩუმდე, გხედავთ და გვესმის შენი სიჩუმე!!!
ჩასარეცხი არა, ჩარეცხილი ხარ.
წერე აწი, სახელების კნინობითი ფორმები როგორი ხიხიაა, როცა ბუმბერაზი ქართველი მწერლები ამოიღეთ სკოლების და უნივერსიტეტების პროგრამებიდან.
წერე აწი, სახელების კნინობითი ფორმები როგორი ხიხიაა და მერე ვასიკოს და თინიკოს გადაუსვი თავზე ხელი,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.