“სამხედროები შეცდნენ, ჩემი აზრით, ახლა მთავარია, არ გაჯიუტდნენ შეცდომაში.
როგორც მურვან–ყრუს არ მივუტან ყვავილებს, ასე არ მივალ პუტინის დაორგანიზებულ პროცესზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ შეგვაფერხონ, რომ სხვა თემაზე გადაიტანონ ყურადღება.
გენერლებო, თქვენ მიხვედით პუტინთან სასაუბროდ.
იმათთან, ვისაც გარეთ მდგომი ხალხი ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევს და პარტნიორები არალეგიტიმურად.
დავით აღმაშენებელმაც გაუშვა ის 200 კაცი, მაგრამ კითხვებზე პასუხის გასაცემად არა.
თქვენ მონაწილეობას იღებთ ფარსში, პუტინს ეუბნებით, რომ პუტინი დაგვესხა თავს. ეგ ხომ პუტინმა ისედაც იცის?
რაში სჭირდება პუტინს ის, რაც ისედაც იცის?
რეპრესიებისთვის, დროის გასაწელად, ყურადღების გადასატანად – ამიტომ არ შეიძლება მასში მონაწილეობა.
შეიძლებოდა ალტერნატიული კომისია მოგვეწყო, რუსთაველზე და გადაგვეცა ლაივებით, ვიდეოებით, დაე, ისინი მოსულიყვნენ აქეთ, თუ გაბედავდნენ, აქეთ – ხალხთან.
ასე რომ, გენერლებო, თქვენ შეგეშალათ, იმედია, აღიარებთ და არ გაჯიუტდებით, რადგან გვჭირდებით, აქეთ, რეალურ ბრძოლის ველზე და არა პუტინის ბანაკში, სულ ერთია რა მიზნით და რამდენი წუთით,
პუტინის ქოცები რომ გაქებენ, ეგაც მაინც არაფერს გეუბნებათ?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.