ჟურნალისტი თამო კეშელავა:
პროკურატურა ზვიად რატიანზე ყვება ასეთ რამეს:
ეს დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის შეფი, თავის ორი მოადგილით დადიოდა თავისთვის რუსთაველზე და პოეტი რატიანი მიახტა და ამ შეფს უთავაზა და იმასაც ეტკინაო.
ესე იგი, დაზიანება ისევ არავის აქვს, რაკი ამ ტკივილის შინაგან შეგრძნებაზე კეთდება ისევ აქცენტი.
ხოდა, გელა გელაძის უწყებამ, ხო, იმის, საკუთარი სახელი რომ უტყდება და რომლის მამამაც 18 წლის ბიჭს ესროლა და გირაოთი გამოუშვეს გარეთ და ბიზნესშია, ადგა და გამოიძიაო და დაადგინა, რომ ნამდვილად დაარტყაო.
ადვოკატი ამბობს, საქმეში დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის შეფის და მათი მოადგილეების ჩვენებებიაო.
ხოდა, რა გამოიძია შსს–მ რომ არ მითხრათ, რა…
3 პოლიციელის ჩვენება აიღო და საქმე შეკერა თავდასხმის მუხლით, რა გამოიძია?
მაგალითად, გამოიძია რატომ იყვნენ დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის მაღალჩინოსნები რუსთაველზე გადმოხვეწილები იმ საღამოს?
რას ეძებდნენ და ვის ეძებდნენ?
განსაკუთრებულად რომ ვერ იტანენ დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციელები პოეტს, შეგახსენოთ, თუ გახსოვთ სად ცემეს 2017 წელს პოლიციელებმა და რომელ განყოფილებას ადებდა ხელს? არც ერთ განყოფილებას არ უყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად ამ განყოფილებას რომ სძულს, ხომ ვიცით და დაემთხვა?
ანუ, სულ შემთხვევით აღმოჩნდნენ უცებ რუსთაველზე იმ განყოფილებიდან, თან უფროსი და ორივე მოადგილე?
და ხელის მოსაკიდებელი ადგილი დარჩენილი ჰქონდა თემურ მეშველაშვილს, უფროსს, თუ არა?
ამბის გამომტანი პოლიციელი დარჩენილი იყო დიდუბეში და ჩუღურეთში?
ისედაც ამხელა უბანია.
თუ იმის თქმა გინდათ, რომ უკვე 200 დღეზე მეტია, დიდუბე და ჩუღურეთი ყოველ საღამოს მიგდებულია პოლიციის მხრიდან?
ანუ, არა ვაკის, არა ვერის, არა ორთაჭალის, ჯანდაბა, არა ისნის, არამედ, დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციის უფროსი, ხომ?
შემთხვევით, ხომ?
ოკეი.
ანუ, პოლიციის შეფი და მისი 2 მოადგილე გავიდნენ რუსთაველზე, “დატასაობენ” და ხედავენ მოდის ხელგაშლილი ზვიად რატიანი, ხომ ასე იქნებოდა, არა? ხოდა, პოლიციის უფროსს მოადგილეები არ გადაეფარნენ და ზვიად აცადეს რომ მათი შეფისთვის დაერტყა?
ხოო…
ვერ შეაჩერეს ეს მთასავით კაცი, მერე რა, რომ უიარაღო, ვერ შეაჩერეს და არც სცემა, უბრალოდ, ისე გაარტყა, რომ სტკენოდა, სული ეტკინა, თუ გული არ კონკრეტდება.
არ ვიცი, გაარტყა, თუ არა, გარდა ზოგადი ნულოვანი ნდობისა ძალოვნების მიმართ, ამ ქეისში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუმცა, თუნდაც, თუ გაულაწუნა კიდეც, პროვოკაციის სუნი მყრალი სუნი ასდის ამ ამბავს.
დამთხვევების არ მჯერა.
2017 წელს ზვიად რატიანი ჰყვებოდა, რომ მოყვითალო ქურთუკი რატომ გაცვიაო, ჯერ ქუჩაში სცემეს ამის გამო და მერე ყველაზე მეტი პოლიციის განყოფილებაში ურტყეს და განსხვავებით ამათგან, სულის ტკივილზე არ საუბრობდა, სხეულზე, თავზე ცემის კვალი ეტყობოდა.
ზვიად რატიანი პოლიტპატიმარია!
არაერთგზისი პოლიტპატიმარი.
არაერთგზის ნაცემი პოლიტპატიმარი.
არაერთგზის ნაცემი, არაერთგზისი პოლიტპატიმარი პოეტია ზვიად რატიანი.
შარშან სახლთან რომ დახვდნენ და იქაც ცემეს, ადგა, ჩამოიფერთხა ტანსაცმელი და ნატკენი ფეხით მაინც აქციაზე გავიდა…