ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გიორგი გორგაძე ცუდად გახდა პროცესზე.
ცუდად გახდა და სასამართლო ისე ამართლებდა ციხეს, გეგონება, იუსტიციის ადვოკატია.
ცუდად გახდა და თურმე, ფილტვების ანთება გადაუტანია.
ცუდად გახდა და სანამ დედ–მამამ არ გააპროტესტეს, ახლოს არ უშვებდნენ შვილთან.
ცუდად გახდა და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მოსამართლემ, რომელიც ციხის ადვოკატს უფრო ჰგავდა, მიგიშვებთ, კარგი, რომ დარწმუნდეთ, – კარგადააო.
ასე კარგად ყოფილიყავი შენ მოსამართლე, სულ, ყველა დღე.
ცუდად გახდა და ექიმმა და მოსამართლემ ივარაუდეს, გამაყუჩებელი დაულევია დილით, საუზმე არ უჭამიაო და ალბათ, იმან გახადა ცუდადო.
ცუდად გახდა და ის გამაყუჩებელი იმიტომ დალია, რომ ასე იცის, ფილტვების ანთების მერე, ასე რჩება ტკივილები და გამაყუჩებელი უნდაო…
გამაყუჩებლით ვმკურნალობთო…
მეტი მტყუანს, მოსამართლე.
მეტი მტყუანს, ექიმო.
მეტი მტყუანს ქოცო, ან ერთი ექიმი არ იყოს და ან მეორე – მოსამართლე.
ცუდად გახდა და საკანში დამაბრუნეთ, მეტი არაფერი მინდაო, – ეს რომ ათქმევინეთ, საკანი რომ სჯობს ციხის კლინიკას, ადამიანები რანაირად ხართ?
ექიმი, რომელმაც კვლევების, შემოწმების გარეშე დაასკვნის, რომ ასე იცის, უნდა ქონდეს ტკივილები, ნორმაა ეგ და ასე გამაყუჩებელზე უნდა იყოს და მხოლოდ ტკივილი უნდა მოიხსნას და დატოვა – ექიმი არაა ჩემთვის.
მოსამართლე, რომელიც ყველანაირად ცდილობს, არ ჩაწეროს ოქმში, რამდენად ცუდაა და არაერთ მანიპულაციურ კითხვას სვამს – ადამიანი არაა ჩემთვის, მოსამართლე აქამდეც არ იყო.
და ასე სასოწარკვეთილი რატომ ცდილობს მოსამართლე იუსტიციის ადვოკატობას? თუ ციხის ბრალეულობა არაა, რატომ ცდილობს ასე?
ფილტვის ანთება რატომ დამართეთ, ეგაც იცით, ხომ?
რატომ არ საუზმობს, თუ ვერ საუზმობს, ეგაც?
ვიტამინებიც მიეცით, ალბათ, ხომ?
მთავარია ის ხომ იცით, რომ ტკივილი ნორმაა, ასე უნდა სტკიოდეს, მერე რა?
თორემ, თუ ტკივილები აქვს, მორჩენილი რომ არ ქვია მაგას – ეგ საიდან უნდა იცოდეთ?
და ზუსტად იცით, რომ ფილტვი დღეს ნორმალურ მდგომარეობაშია?
ფილტვებს ასე კარგად თუ მკურნალობთ, რიჟვაძე რატომაა თურქეთში?
მთავარია, ივანიშვილს ხომ აჩუქეთ აბასთუმანი და 20 წლის ბიჭს კიდე, რად უნდა, ხან ცემთ, ხან ზამთარში ცივ წყალს შეასხამთ, ხან მოწამლავთ, ხან დაიჭერთ და მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ გამაყუჩებლის დალევის უფლებას მაინც აძლევთ.
არჩევნებაპარტიებო, ლელო და გახარია, თუ გაიხარებთ, ამ ბიჭების ღალატით და ქვეყნის ღალატით, თუ გაიხარებთ, იმის გამო, რომ იცით, ევროპარლამენტმაც გითხრათ, იცით, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობით, ოცნებას შანსი აქვს ნაწილობრივი ლეგიტიმაციის, თუნდაც და ამ ნაწილობრივი ლეგიტიმაციითაც, რასაც ეცდება, ეგაც ხომ იცით – თუ გაიხარებთ, აგერ ვნახოთ!
ვისაც არ შეუძლია გააზრება, უდანაშაულოდ დაჭერილ შვილს რომ ხედავ, ცუდად მყოფს, რომ ვერ თუ არ საუზმობს, ტკივილები რომ აქვს და გამაყუჩებელს აძლევენ მხოლოდ – რა არის ეს მშობლისთვის, არც ისაა ადამიანი.
ალბათ, ღამით ეღვიძება, რომ ოფლი მოწმინდოს და მერე, როცა ახსენდება, სახლში არ ჰყავს, ვერ ვიცი რას გრძნობს.
ვერც ის ვიცი, როგორ ისაუზმებს დღეიდან.