თამო კეშელავა: არ პრავდება ბუტას მკვლელობა. არ პრავდება, ია მეტრეველის არც ერთი ქცევა, სიტყვა, რომელიც სხვისი შვილების მწამებლებს იცავს

“არ პრავდება ბუტას მკვლელობა.
არ პრავდება ამ საქმის შემკერავთა გაპრავება.
არ პრავდება ია მეტრეველის არ დგომა ახლა თუ სიტყვით და თუ საქმით რუსთაველზე, სხვისი შვილების დასაცავად.
არ პრავდება, ია მეტრეველის არც ერთი ქცევა, სიტყვა, რომელიც სხვისი შვილების მწამებლებს იცავს.
არ პრავდება ია მეტრეველის გაპრავება იმ ნიშნით, თითქოს ნაცები სძულს, არა, მას შერჩევითი სიძულვილი და შერჩევითი სიმართლე აქვს.
არ პრავდება აქო სისტემა, რომელმაც მკვლელები, გამყალბებლები შეიფარა და ამ გაპრავებით სხვისი შვილები აცემინო სიკვდილამდე, ან მოაკვლევინო, როგორც ლექსო, და სხვები…
არ პრავდება ამ საქმის მონაწილეთა, შემკერავთა, მოსამართლეთა ქება, ოჯახის მიერ.
არ პრავდება ამ საქმის მონაწილეთა უმცირესი სასჯელით კმაყოფილება და მადლობები ოჯახის მიერ.
არ პრავდება 2020 წელს, 2024–25 და სხვა წლებში ადამიანების ცემა, წამება, უკანონოდ დაკავება.
არ პრავდება მადლობა იმ სისტემისთვის, ვინც იარაღის ჩამდები ქალაქის პოლიციის უფროსად დაგისვა.
არ პრავდება მადლობა იმ სისტემისთვის, ვინც მურუსიძის და ჩინჩალაძის კლანი გადაიბარა.
არ პრავდება, არა. არც ერთი არ პრავდება.
წყეულიმც ვიყო, თუ როდესმე მსგავსი გავაპრავო,” – წერს სოციალურ ქსელშიჟურნალისტი თამო კეშელავა.