ჟურნალისტი თამო კეშელავა:
უნდა იცნობდეთ ხათუნას, როგორია, როგორი სიფრიფანა, პეპელასავით, თითის დადება რომ შეგეშინდება, არ დააზიანო.
უნდა იცნობდეთ ხათუნას, როგორ შეუძლია წარმოუდგენლად რთული დღეები გადაიტანოს და შეძლოს, სხეულში ისე გამოკეტოს ტკივილი, არ დაეტყოს, ხო, მაინც ლამაზია და თუ ბოროტი არ ხარ, უნდა გიხაროდეს, რომ ასეთი ძლიერი ქალებიც არსებობენ.
უნდა იცნობდეთ ხათუნას, რომ იცოდეთ, რამდენს მუშაობს საკუთარ თავზე, მუდამ, ყოველ დღე, რათა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ.
უნდა იცნობდეთ ხათუნას, რომ იცოდეთ, იმ ტკივილგამოკეტილი, სიფრიფანა სხეულით, როგორი მაგარი ბავშვების გაზრდა შეუძლია კარგ ადამიანებად.
ხათუნა არაა ჩემი მეგობარი, ვიცნობ, კი და მასზე რაც ვიცი, ჩემთვის ისიც საკმარისია, რათა მივხვდე, როგორი მეგობრობა იცის, განსხვავებით იმ კაცებისგან, მუშტზე რომ იყურებიან.
ამბავი ისაა, რეალურად, რომ ეს სიფრიფანა გოგო, რომელიც ჭაობში არ ჩაწვა მოძალადესთან, მოერია იმ თქვენ ფალავანს, რომ მოერია, რომ აჯობა, ყველაფერში რომ აჯობა, იმიტომ ვერ იტანს ასე ძალიან. დღეს კი არა, ბევრჯერ მოერია და მგონი, ეს ბევრმა ვიცით.
ხო, აბა, ის რომ მორეოდა და ტალახში ჩაწოლა რომ ეიძულებია, ხელს კი აღარ აწევდა, კუნთზე კი არ გაიხეოდა, გამარჯვებული არ იხევა კუნთზე, ძლიერი არ იწევს საცემრად. რომ ვერ გატეხა, რომ ვერ აჯობა, რომ ნახა მასზე ასჯერ ძლიერი ადამიანია, იმიტომ გადაწყვიტა ისევ, ფიზიკურად გასწორებოდა.
ხელი აწია და რუმბივით გაგორებული ისევ თავად დარჩება, როგორც ჭაობში ჩარჩენილი და ეს სიფრიფანა გოგო, სხეულში ტკივილის დამალვის ოსტატიც რომ გახდა სამწუხაროდ, კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო ძლიერი იქნება, კიდევ მეტად უკეთესს გახდის თავს, მეტად განვითარდება და ალბათ, რამდენ ქალს მისცა დღეს იმედი… გადარჩენის, გამარჯვების, მისი ურჩხულის დამარცხების იმედი.
უნდა იცნობდე ხათუნას, როგორი სიფრიფანაა ტანად, როგორი დიდია შინაგანად, ზუსტად რომ მიხვდე, რამდენად არაადამიანი უნდა იყო, მასზე ხელი რომ აწიო…
არ გაბედოთ მოძალადის გათავისუფლება, თბილისი არც ისე დიდი ქალაქია და ყველამ ყველაფერი ვიცით დიდი ხანია, ისიც ვიცით, კიდევ ვის, რამდენს, რამდენჯერ…
ხათუნა მიქაცაძე მიყვარხარ მე შენ!