თამო კეშელავა: არა, დღევანდელი პროცესი არ იყო ცირკი, ეს პროცესი იყო დანაშაულის ქრონიკა დღისით, მზისით, სასამართლო დარბაზში

“არა, დღევანდელი პროცესი არ იყო ცირკი, ეს პროცესი იყო დანაშაულის ქრონიკა დღისით, მზისით, სასამართლო დარბაზში.
თავის პროკურორით, თავისი იმ მოსამართლის მანტიიანი ქალით, თავისი მტკიცებულებებით, რომლებიც ადამიანის ციხეში ჩასასმელად კი არა, დასაჯარიმებლადაც არ კმარა…
არ ვიცი, სად შეიძლება ასეთმა უნამუსო ადამიანებმა იმუშაონ.
თუ საცხობში იმუშავებს ეს ქალი, შეიძლება, ფუნთუშა ბინძურ იატაკზე დაუვარდეს, აიღოს და უნამუსოდ მომყიდოს.
სადაც უნდა წავიდეს, ყველგან საშიშია უნამუსო ადამიანი. ყველგან საფრთხეა.
ცირკში პირველ რიგში არ ამუშავებდნენ, რადგან მის იმედად ვერც მსახიობს და ვერც ცხოველს ნომერს ვერ შეასრულებინებ, როდის რომელს გაიმეტებს თავისი უსინდისობით სასიკვდილოდ, არ გეცოდინება.
ყველაფერთან ერთად ლენჩიცაა, რადგან იმასაც ვერ ხედავს, რომ დღეს შუბლი დაიდაღა და ვერაფერს ამაზე უარესს მას მიმავალი რეჟიმი ვერ დაუშავებდა,” წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.