“არავის ბოდიშს არ ვუხდი, თქვენი ჭირიმე რა.
არც ჯოგი ვართ კიდე და არც ველურები.
ჩვენ ვართ ომში, დიქტატურაში
განუკითხაობაში.
ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ცემენ ქუჩებში და მერე ხან ჩაცმულობას აბრალებენ, ხან ლაზერს.
ჩემს ქვეყანაში უკარგესი ბიჭები ციხეში ჩაყარეს ფოიერვერკის, ლაზერის, ნიღბის გამო, გუშინწინ ბიჭი დააკავეს ტაშის დაკვრის გამო.
ჩემს ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის დროშიან ადამიანებს ქუჩებში, მეტროებში დასდევენ, იჭერენ, აწამებენ.
ჩემს ქვეყანაში ძალადობას ახალისებს ის ხალხი, ვინც კანონის აღსრულებაზეა პასუხისმგებელი
თორემ, 116 დღეა ჩვენი ხალხი ქუჩაშია და 116 დღეა უსამართლობის, ტერორის წინააღმდეგ შიშველი ხელებით დგას მხოლოდ!
ძალიანაც ზრდილობიანი, ძალიანაც კანონმორჩილი, ძალიანაც მშვიდობიანი ხალხი ვართ.
ჩემს ქვეყანაში ადამიანებს ქუჩებში ცემენ პოლიციის თვალწინ და პოლიციელს რომ ეკითხებიან ბიჭები და გოგოები, ხომ ხედავდი, შენს წინ მცემდა, რატომ არაფერი გააკეთეო, სდუმს.
ჩემს ქვეყანაში კანონზე პასუხისმგებელი რუპორში გვაგინებს და ლინჩის წესით არ გავასამართლეთ.
ჩემს ქვეყანაში ე.წ. ხელისუფლება ახალისებს მოძმე ერების წინააღმდეგ შუღლს და არც ესაა საიდუმლო.
ჩემს ქვეყანაში, უმცირესობის უფლებებს ე.წ. მთავრობა არღვევს.
ჩემს ქვეყანაში დიპლომი არ სჭირდება პრეზიდენტს, პროკურორს, მოსამართლეს.
ჩვენ ომში ვართ შიშველი ხელებით.
ხოდა, იმ მოძმე სომხეთმა უნდა გამიგოს.
გასაკვირი ის კი არაა რაც მოხდა, ამ უკანონობაში, გასაკვირი იქნებოდა სხვაგვარად რომ მომხდარიყო.
ისინი ჩამოვიდნენ ქვეყანაში, სადაც ვიბრძვით უსამართლობის ბანდების, დამნაშავე კლანების წინააღმდეგ შიშველი ხელებით
სადაც ბავშვებს წამლავენ, უნივერსიტეტებიდან რიცხავენ, აწამებენ მხოლოდ იმიტომ რომ სამართალი უნდათ.
ნაკრებმა სომხეთს კი არა, ჩვენ უნდა გვითხრას ბოდიში, იქნებ დაინახოს, რა მოაქვს განუკითხაობას და იქნებ მიხვდეს ახლა მაინც, რა ელის ქვეყანას.
თორემ, სომხებმა უნდა გაგვიგონ, ან რაა აქ გაუგებარი? ჩვენც მაგას ვებრძვით 116 დღეა უკვე!
რასაც ჩვენ ვებრძვით, იმას შეეჯახნენ, სამწუხაროდ.
ეგაა ზუსტად, არაა სამართალი და არაა მშვიდობა.
აბა, რამე სხვას ვაპროტესტებთ?
ქვეყანა არის უპატრონოდ და უსამართლოდ და ჩვენ ვართ ომში.
ასე რომ, მოხდა ის, რაც ასეთ პირობებში ხდება, სამწუხაროდ. კანონზომიერია, სამწუხაროდ.
და ეს მხოლოდ დასაწყისია…
ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ!
ამ საშიში პროცესის შესაჩერებლად!
ცეცხლი ოლიგარქიას!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.