თამო კეშელავა: ამდენი ადამიანი რომ არ იყოს გადასარჩენი, მეგონებოდა, რომ დამალობანას სათამაშოდ ჩამოიყვანეს..

“თავდაცვამ ჯარისკაცები გამოიყვანა თეთრი ფორმით.
ხოდა, ახლა რა ხდება, როცა ომია, თეთრ ფორმას იცვამს სამხედრო თოვლში, რომ ვერ შეამჩნიოს მტერმა, ბალახისა და მიწისფერს როდის იცვამს, კი მიხვდებით,
ხოდა, გურიაში ვინ გმტრობთ, ჯერ ერთი, ბრიყვებო.
მეორე, – რატომ ვერ შეამჩნევს იცით მტერი თეთრ ტანსაცმლიანს თოვლში? ცუდად ჩანს და იმიტომ.
ხოდა, მაშველის ფორმა თუ გინახავათ ერთხელ მაინც?
რატომ აქვს ის ფოსფორისფერი, ან სხვა ღია ფერის ხაზები?
იმიტომ ხომ არა, სამაშველო ოპერაციებისას, მნიშვნელოვანია, იყო შემჩნევადი.
ახლა წარმოიდგინეთ, ამხელა თოვლში, თოვს, ღამეც უნდა იმუშაონ და ამათ აცვიათ თეთრი, რომ ვერავინ დაინახოს, ვერც მტერმა და იქ სად ჰყავთ მტერი და ვერც მოყვარემ…
ჩავარდეს სადმე, მაგალითად და ვერავინ იპოვოს.
ასეთი სიბრიყვე არ გამიგია, არ მინახავს, ვერ წარმომედგინა.
არადა, ვითხოვდით ჯარს, ტექნიკით, რომ ტექნიკას გაეწმინდა გზები და ჯარი დახმარებოდა მოქალაქეებს.
ტექნიკის მატება არ იგრძნობა და მივიღეთ თეთრფორმიანი ჯარისკაცები.
ამდენი ადამიანი რომ არ იყოს გადასარჩენი, მეგონებოდა, რომ დამალობანას სათამაშოდ ჩამოიყვანეს….” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.