თამო კეშელავა: აი, ეს დამნაშავე, უსისხლო, უსამართლო მოსამართლეები რომ რომელიმე ხელისუფლებამ ისევ შეიფაროს და შეიწოვოს, ამაზე მეტნი უნდა გამოვიდეთ იმავე დღესვე გარეთ

“აი, ეს დამნაშავე, უსისხლო, უსამართლო მოსამართლეები რომ რომელიმე ხელისუფლებამ ისევ შეიფაროს და შეიწოვოს, ამაზე მეტნი უნდა გამოვიდეთ იმავე დღესვე გარეთ.
ადამიანები უსასტიკეს ისტორიებს უყვებიან, ადამიანები წამების ისტორიებს უყვებიან და ესენი პასუხობენ, პოლიციამ რომ თქვა, უმისამართოდ იგინებოდი, მე მაგას განვიხილავ, გაჯარიმებ და დანარჩენი მკიდიაო.
არც შენიშვნას წერს, რომ ნაცემები არიან, არც სპეციალური სამსახურს ატყობინებს, არც პროკურატურას მიმართავს რეკომენდაციით, ცემის, წამების ფაქტები გამოიძიოს და რაც ევალება, იმ გინების ამბავსაც კი არ არკვევს, მოხდა, თუ არა.
ყველაზე დიდი კრიმინალები დღეს ამ ქვეყანაში, ასეთი მოსამართლეები არიან და მათი სახელები მინდა ყველა ბანერზე ვნახო, მათი გვარები მინდა საშვილიშვილოდ გვახსოვდეს, ისინი სასამართლო დარბაზში, მხოლოდ ბრალდებულის სტატუსით უნდა შევიდნენ მომავალში და მათი ადგილი დედამიწაზე ციხეშია.
ცაში, მერე მოყვეს ზღაპრები და ნახოს, ზღაპრის ბოლო კეთილია, თუ ბოროტი! თავად ხომ იცის და ისიც იცის, ღმერთმაც იცის, როგორი უსისხლო, უგულო და როგორი დამნაშავეა დღეს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.