თამ­თა სა­ნი­კი­ძე: აღარც მე ვა­პი­რებ ამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ სიც­რუ­ე­ზე გა­ჩუ­მე­ბას

გუ­შინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენტს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მორ­თვა არ­ხის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სახე თამ­თა სა­ნი­კი­ძე გახ­ლდათ.

  • ჩა­ნა­წე­რის გას­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლისტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და­უ­წუ­ნა, ასე­ვე წერ­დნენ, რომ სა­ნი­კი­ძეს და­კი­თხვა­ზე ჰყავ­და პრე­ზი­დენ­ტი. სა­ნი­კი­ძეს ასე­ვე შე­ახ­სე­ნეს, რომ ის პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რძა­ლია. წლე­ბია რაც სა­ნი­კი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის დის შვილ­ზე, შმა­გი კო­ბა­ხი­ძე­ზე, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. წლე­ბის წინ, რო­დე­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან პირ­ვე­ლად გა­დად­გა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის შემ­ცვლე­ლად ივა­ნიშ­ვი­ლის დის შვი­ლი შმა­გი კო­ბა­ხი­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი გახ­ლდათ, მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და:

    “შმა­გის ვიც­ნობ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ ამ თე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლავ­დეთ. არ მგო­ნია, რომ ან მას უნ­დო­დეს ეს ან ვინ­მე გა­ნი­ხი­ლავ­დეს ამ თე­მას.” ინ­ტერ­ნეტ­ში აქამ­დე არ იძებ­ნე­ბა შმა­გი კო­ბა­ხი­ძის არ­ცერ­თი ფოტო.

    რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე თე­მას, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტთან ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ თამ­თა სა­ნი­კი­ძის გარ­შე­მო კი­დევ ერთხელ აგორ­და, აქამ­დე ბევ­რჯერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რია, რო­მელ­საც თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტი ყვე­ლა ჯერ­ზე უარ­ყოფს. ამ ამ­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია აქამ­დეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კოს­მა ნიკა ვა­ჩე­იშ­ვილ­მა მო­უყ­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ თამ­თა სა­ნი­კი­ძე წლე­ბის წინ, გარ­დაც­ვლი­ლი მხატ­ვრის ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ნო­მერს ეძებ­და, რაღა მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა.

    – ერთხელ ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის უც­ნო­ბი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­და­სა­რე­ვი ალ­ბო­მი გა­მო­ვე­ცით და გა­ვა­პი­ა­რეთ. ეს თამ­თა სა­ნი­კი­ძე რე­კავ­და გა­უ­თა­ვებ­ლად, გინ­და თუ არა ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნი მო­მე­ცით, უნდა ჩავ­წე­როო. აქამ­დე არ ვყვე­ბო­დი ამას. აღარ მაქვს და­მალ­ვის სურ­ვი­ლი.

    პოსტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს ამ­ბა­ვი მუ­ზე­უმ­ში, ახვლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე მოხ­და.

    ვა­ჩე­იშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სი გა­ა­ზი­ა­რა თამ­თა სა­ნი­კი­ძემ და და­წე­რა:

    – მრა­ვალ­წლი­ა­ნი ცი­ლის­წა­მე­ბის და ჩემი დუ­მი­ლის შემ­დეგ აღარც მე ვა­პი­რებ ამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ სიც­რუ­ე­ზე გა­ჩუ­მე­ბას. ნა­თია მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი, ვე­ლო­დე­ბი შენს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ყოფ­ნი­სას ნა­თია მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი სა­ა­გენ­ტოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის გახ­ლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…