ქართველი მწერლის თამთა მელაშვილის შემოქმედებაში სასიამოვნო სიახლეა – მისი რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი“ პოლონეთში წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. წიგნი პოლონურად მაგდა ნოვაკოვსკამ თარგმნა.
რომანში მოთხრობილია პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთეროს ამბავი. 48 წლის დაუქორწინებელ ქალს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს და ტკბება საკუთარი თავისუფლებით, თუმცა მის ცხოვრებაში დისტრიბუტორი კაცის გამოჩენა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ~
წიგნის მთავარი გმირის – ეთეროს ამბები დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა. რეჟისორმა ელენე ნავერიანმა რომანის მიხედვით მხატვრული ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს. ფილმმა არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.
