თამთა მეგრელიშვილი: …, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა

ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსს, სადაც საუბარია “ქართული ოცნების” ახალი ოფისის შესახებ.
მეგრელიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, , ამომწურავად პასუხობს აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებს.
“პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორმა დაჭრა მამუკა მდინარაძის ინტერვიუ და ანონსში გაიტანა შემდეგი შინაარსის გზავნილი თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს და შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან.
საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, სადაც მამუკა მდინარაძე ამომწურავად და დიდი მოთმინებით პასუხობს პროვოკაციულ კითხვებზე. ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ. იხილეთ თანდართული ვიდეო სრულად რათა გაიგოთ რა განსხვავებაა რეალურად ნათქვამსა და დაკვეთილ, საგანგებოდ გამზადებულ შინაარს შორის.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.