„თამბაქოს ინდუსტრია აგრესიულად ლობირებს ელექტრონული სიგარეტების აღიარებას“ – კვლევა

საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზე, ხოლო ევროპაში მე-2 ადგილზეა თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობაზე გავლენის საერთაშორისო ინდექსით.
აღნიშნული ინდექსი 90 ქვეყანას აფასებს და ამხელს დარგის ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პროდუქტების პოპულარიზაციას და გარემოზე მიყენებული ზარალის დამალვას.
ინდექსის ავტორია STOP-ი – ორგანიზაცია, რომელიც თამბაქოს მსოფლიო ინდუსტრიას აკვირდება, და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრი. მათი შეფასებით, მთავრობებზე თმბაქოს ინდუსტრიის გავლენის კუთხით მსოფლიოში ვითარება უარესდება. ავტორების განცხადებით, თამბაქოს ინდუსტრია აგრესიულად ლობირებს ელექტრონული პროდუქტების აღიარებას და მალავს იმ ზიანს, რომელსაც ეკოლოგიას ეს პროდუქტები აყენებს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ქვეყნების მთავრობები კვლავ იმყოფებიან თამბაქოს კომპანიების გავლენის ქვეშ და არ იღებენ სათანადო ზომებს თამბაქოს მწარმოებლისგან დაცვის პოლიტიკის განსახორციელებლად.
ამ საკითხთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის ცენტრის პლატფორმა „ნუ მაბოლებ“ წერს, რომ ამ ანგარიშში არ შესულა დეპუტატების ისკო დასენის და დავით სონღულაშვილის „ოდიოზური ერთობის“ თემა, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის ზოგიერთი წევრიც შეემატა და ერთობლივად დააინიციირეს თამბაქოს ინდუსტრიის წინადადება, სულ რამოდემიმე კვირის წინ და ფორსირებულად ცდილობენ მის გატანას სესიებზე.
„დრო კიდევ არის, რომ ამ კრიმინალური ბიზნესის სისხლიან ფულზე გაყიდული პროცესი შეჩერდეს!“ – წერს პლატფორმა „ნუ მაბოლებ“.
დაგეგმილი რეგულაციებით, 2024 წლის 31 ივლისიდან თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ სადა შეფუთვით უნდა მოხდეს. თუმცა დეპუტატების ნაწილი ითხოვს, კომპანიებს მიეცეთ უფლება, ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთსვსებული პროდუქციის გაყიდვის უფლება 2025 წლის პირველ აპრილამდე მიეცეთ.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს მინიმუმამდე შეამცირებს ბიზნესის ზარალს.ცვლილებებს აპროტესტებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი, სადაც ამბობენ, რომ რეგულაციის ამოქმედების ვადების გადახედვა დაუშვებელია. მათთვის ასევე მიუღებელია ცვლილებებში გათვალისწინებული სხვა პრინციპებიც, რომელთა თანახმად, გასახურებელ თამბაქოზე სადა შეფუთვის ნორმა საერთოდ არ უნდა გავრცელდეს, ხოლო თამბაქოს კოლოფებზე ბრენდების სახელწოდებების ინგლისურ ენაზე დატანაც შესაძლებელი გახდება.
jandacva.ge