“თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ” – კელეჰერი “ლივერპულიდან” წასვლაზე

“ბრენტფორდის” 27 წლის მეკარე კაომინ კელეჰერმა ბენ ფოსტერის Fozcast-ის მორიგ ეპიზოდში “ლივერპულში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ისწავლა “მერსიაიდულ” გრანდში ალისონთან 7-წლიანი მუშაობის შემდეგ.
მოგეხსენებათ, “ენფფილდზე” გიორგი მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, ის 14,3 მილიონი ევროს სანაცვლოდ ამ ზაფხულს “ბრენტფორდს” შეუერთდა და საბოლოოდ, პირველი ნომრის სტატუსი მოიპოვა, რითაც ძალიან ბედნიერია.
“ალისონისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის ყველა მომენტში ძალიან მშვიდია. აიღებს დაუჯერებელ ბურთს თუ დაუშვებს შეცდომას, ის უბრალოდ თამაშს აგრძელებს და ეს ბრწყინვალე უნარია.
პირველ გუნდს იმ წელს შევუერთდი, როდესაც ის მოვიდა, პირველ გუნდში ჩემი პირველი სრული სეზონი იყო, ამიტომ გამიმართლა, რომ მისი მოსვლის შემდეგ ყოველდღე მასთან ერთად ვვარჯიშობდი.
ალისონი წარმოუდგენელი მეკარეა. ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში საუკეთესო და ყველანაირად განსაკუთრებულია. მას შეუძლია წარმოუდგენელი სეივების გაკეთება და ასევე ბევრი საგოლე გადაცემა. ბრაზილიელს ყველაფერი აქვს.
“ლივერპულში” დარჩენა? – ახლა მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ყოველ ტურში თამაში საოცარია და ეს მენტალური ცვლილებაა”.
კელეჰერს უთხრეს, რომ გიორგი მამარდაშვილმა ალისონის არყოფნის პერიოდში უკვე 10 თამაში ჩაატარა და მან ამის შესახებ განაცხადა:
“ლივერპულში” შესაძლოა 10 თამაში ვითამაშო, მაგრამ ვიცი, რომ ამას დასასრული აქვს, ვიცი, რომ გარკვეულ მომენტში, როდესაც ალისონი დაბრუნდება, მე სათადარიგოთა სკამზე წავალ. ამიტომ კარგია, რომ ახლა ყველა ტურში ვთამაშობ”, – თქვა კელეჰერმა.
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა – “სიტი” იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
მამარდაშვილს “ლივერპულში” მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები – “ლივერპული” “სანდერლენდთან” წაგებას გადაურჩა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი – კელეჰერი ზაფხულში “ლივერპულიდან” წავა
“ვილიარეალი” 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს” – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა – “ლივერპულის” კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
“რაც გააკეთა, სირცხვილი იყო” – კარაგერმა სალაჰი კვლავ გააკრიტიკა
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
“ლივერპული” ამას ხშირად აკეთებს, მამარდაშვილი მაშინვე პირველი მეკარე ვერ გახდება – ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი ქართველ მეკარეზე
Rousing the Kop: ალისონი მიდის, მამარდაშვილი პირველი ნომერი იქნება, თუმცა…
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება – სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
მამარდაშვილს კონკურენტი აკლდება? – კელეჰერი შესაძლოა, “ლივერპულიდან” წავიდეს, მაგრამ კვლავ პრემიერ ლიგაში დარჩეს
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია – მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს – “ლივერპული” “ლიდსთან” ფრეს დასჯერდა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი – “ლივერპულმა” “ტოტენჰემი” გაჭირვებით დაამარცხა
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი – “ლივერპულმა” “ბრაიტონს” სძლია
“ლივერპულმა” ლონდონში “ვესტ ჰემს” სძლია – მამარდაშვილი სათადარიგო იყო
“კელეჰერი მამარდაშვილზე უკეთესია” – “ლივერპულის” ყოფილი ფორვარდი “მერსისაიდელებს” აფრთხილებს
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
სალაჰს სემენიო შეცვლის? “ლივერპული” “ბორნმუთის” შემტევთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
“ბრენტფორდს” კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? – 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილის ეფექტური მოგერიებები – “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა
იაროშს “ლივერპულის” პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
[VIDEO] “ლივერპულმა” “ინტერს” სადავო პენალტით მოუგო