ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა “ალმერესთან” (2:2) მატჩი შეაფასა და კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა.
ქართველმა ფორვარდმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კი მოთამაშე მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა.
“მიქაუტაძისთვის ეს თამაში კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ჩვენთვის რაღაცები დაემტკიცებინა, ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება, თუმცა მატჩები სულ სხვა დატვირთვას ატარებს. მას გამორჩეული თვისებები აქვს და თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია, მათ შორის, ფორვარდის უკნიდან და სიღრმიდან”, – განაცხადა ვან ტ’სხიპმა.
“აიაქსი” ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო მატჩს
26 ნოემბერს, “ვიტესის” წინააღმდეგ გამართავენ.