“თამაში საშინელ სტადიონებზე გვიწევს, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან” – ვინისიუსი

“რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა კოპა ამერიკაზე პარაგვაისთან (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ასეთ სტადიონებზე თამაში ძალიან რთულია, რადგან დაბალი ხარისხისაა. გარდა ამისა, მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ არიან, ისინი უბრალოდ ვერ გვიცავენ.
კონმებოლი საერთოდ არ გვიფრთხილდება”, – განაცხადა პარაგვაისთან შეხვედრაში დუბლის ავტორმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე D ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს, “სელესაო” მომდევნო მატჩს 3 ივლისს, კოლუმბიის წინააღმდეგ გამართავს.