“თამაშის დასასრული ამ ომში იქნება რუსების გაყრა უკრაინიდან, დონბასის და ყირიმის ჩათვლით. რომელიც საბოლოოდ დაანგრევს კიდეც პუტინის რეჟიმს. მე არ მგონია, რომ იყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები” – ამის შეასხებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინა–რუსეთის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა Fox News-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში გენერალმა კელოგიმ ამ ომს უწოდა “გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ”.
მისი პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომში დასასრული იქნება რუსეთის უკრაინიდან „გაძევება“.
global.espreso.tv – ი ციტირებს “ბლუმბერგს” და ეჭვქვეშ აყენებს გენერალ კელოგის გულწრფელობას.
სააგენტო იხსენებს იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ გენერალი კიტ კელოგი ემხრობოდა მოსაზრებას, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება დამოკიდებული უნდა ყოფილიყო კიევის მზადყოფნაზე მოსკოვთან მოლაპარაკებისთვის.
ამ კონტექსტში, ბლუმბერგი ასევე ციტირებს პოლონეთის პრემიერ მინისტრ დონალდ ტუსკს, რომელმაც თავის ბალტიისპირელ კოლეგებთან და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან შეხვედრისას თქვა, რომ ევროპა „მზად უნდა იყოს შეცვალოს აშშ-ის გარკვეული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“. ეს პოზიცია ადრე ასევე გააჟღერეს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვარშავაში ბოლო შეხვედრის დროს.
ცნობისთვის, კელოგი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მუშაობდა ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”. ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა 2024 წლის ივნისში. მასზე დაყრდნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ტრამპმა გააკეთა განცხადებები, რომ მას შეეძლო ომის დასრულება ერთ დღეში.